ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები 30 სექტემბერს გაიმართება


უკრაინის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის შეთანხმებით მომავალი საპარლამენტო არჩევნები 30 სექტემბერს გაიმართება, რაც ბოლოს მოუღებს ყოველგვარ პროვოკაციებს. პრეზიდენტ იუშჩენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობა ერთობლივი საკანონმდებლო აქტებით გაამყარებს უკრაინაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას. პრეზიდენტ იუშჩენკოს თმით ამ შეთანხმების შემდეგ უკრაინაში არსებული პოლიტიკური კრიზისი ამოწურულად შეიძლება ჩაითვალოს. აღნიშნულ შეთანხმებას უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ იანუკოვიჩთან ორ დღიანი მოლაპარაკების შემდეგ მიაღწია.
XS
SM
MD
LG