ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიამ ბულგარელ ექთნებს და პალესტინელ ექიმს ბრალდება მოუხსნა


ლიბიის სასამართლომ ცილისწამების ბრალდება მოუხსნა ხუთ ბულგარელ ექთანსა და პალესტინელ ექიმს, რომლებიც 1990-იან წლებში 400 ლიბიელი ბავშვის შიდსის ვირუსით დასნებოვნებისთვის სდებდნენ ბრალს. ექვსივე მათგანი ლიბიის პოლიციას ბრალს სდებდა წამების შედეგად ასეთი აღიარების გაკეთებაში. სამედიცინო პერსონალი დღემდე უდანაშაულოდ აცხადებს თავს. ისინი ამბობენ, რომ მათ ბავშვების დაავადებაში არანაირი როლი არ მიუძღვით. აშშ და ევროკავშირი, როგორც ცნობილია, თავიდანვე მოუწოდებდნენ ლიბიის ხელისუფლებას ბულგარელი ექთნები და პალესტინელი ექიმი გაენთავისუფლებინა. შიდსის ექსპერტები აცხადებენ, რომ ლიბიელი ბავშვების დასნებოვნება სავარაუდოდ შედეგია ქვეყანაში არსებული არაჰიგიენური სამედიცინო პრაქტიკისა.
XS
SM
MD
LG