ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში კოალიციის ძალებმა ტერორისტული ქსელის ლიდერი დააკავეს


ერაყში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების წარმომადგენელი იტყობინება, რომ ბაღდადის შიიტურ სადრის უბანში ერაყისა და კოალიციის ძალებმა ტერორისტული ქსელის ლიდერი დააკავეს, და ასევე დაახლოებით 5 მოთარეშე გაანადგურეს.

სამხედროების განცხადებით, დაკავებული პირი სავარაუდოდ იარაღის ირანიდან ტრანსპორტირებაში იღებდა მონაწილეობას, ასევე ერაყი მოთარეშეების წვრთნას უწევდა კოორდინაციას ირანში.

ასევე ბაღდადში, დღეს, ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად. აფეთქებას ჰქონდა ადგილი ქალაქის კიდევ ერთ შიიტურ ბაიას უბანში. დაშავდა 40 ადამიანი.

ამ ფონზე, ამერიკელები იტყობინებიან, რომ მოკლულია კიდევ ორი ტერორისტი. ამერიკელებმა 23 ეჭვმიტანილი მეამბოხე დააკავეს, და იარაღის საწყობი გაანადგურეს ქალაქ თაჯისთან.

სამხრეთის ქალაქ ბასრაში კი სამხედროების ინფორმაციით, მოთარეშეებმა იერიში მიიტანეს ბრიტანეთის სამხედრო კონტიგენტზე.

XS
SM
MD
LG