ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის ხელისუფლების ინფორმაციით დღეს ბეირუთში ჩავიდა სამი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი


სადამზმარებლო ტვირთი ნაწილია ამერიკისა და სხვა ქვეყნების დახმარებისა, რომელის ითვალისწინებს ლიბანისადმი სამხედრო დახმარების აღმოჩენას. ამ დროს ლიბანის არმიას დახმარება გაეწევა ისლამისტ მეამბოხეებთან საბრძოლველად.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ლიბანის ჩრდილოეთში, პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში ბრძოლები გაჩაღდა, შეერთებულმა შტატებმა ლიბანისადმი სამხედრო დახმარების გააქტიურების შესახებ გააკეთა განცხადება.

კვირის შემდეგ, ტრიპოლის შემოგარენში დაწყებულ შეტაკებებს 75 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ალ ყაიდასთან დაკავშირებულ მა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ლიბანში თავდასხმები გაგრძელდება თუ ლიბანის ჯარები არ შეწყვეტენ მოქმედებას ფატა ალ ისლამის ჯგუფის მოთარეშეების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG