ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდმა ბრიტანეთმა უარყო რუსეთის მოთხოვნა


რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აპირებს განიხილოს სისხლის სამართლის საქმის აღვძვრა მთავარი ეჭვმიტანილის წინააღმდეგ ლიტვინენკოს საქმეში. თუმცა უკვე ცნობილია, რომ დიდმა ბრიტანეთმა უარყო ეს მოთხოვნა.,

რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ ჟურნალისტებს განუცხადა რომ დაიწყებდა საქმეს ანდრეი ლუგოვოის წინააღმდეგ, თუ რუსი გამომძიებლები გადაწყვეტდნენ რომ საკმარისი სამხილი იყო მისი მონაწიილეობის შესახებ ალექსანდრე ლიტვინენკოს სიკვდილის საქმეში.

მაგრამ, დიდი ბრიტანეთის გენერალურმა პროკურორბმა პიტერ გოლდსმიტმა ეს შეტავაზება დაიწუნა, ,განაცხადა, რა რომ მან ჩაიკას უკვე უთხრა იმის თაობაზე რომ ლონდონი მოსკოვისგან ელის ეჭვმიტანილის ექსტრადიციას.

გოლდსმიტი და ჩაიკა ერთმანეთს მიუნხენში, დიდი რვიანის იუსტიციის მიმისტრთა შეხვედრაზე შეხვდნენ.

ცოტა უფრო ადრე, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საკმარისი სამხილი აქვს ლუგოვოის სიკვდილში დადანაშაულების შესახებ. რუსეთი კი აცხადებს, რომ კონსტიტუციით, მოქალაქეების ექსტრადიციას ვერ განახორციელებს.

XS
SM
MD
LG