ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დღეს უკვე მეორე შეხვედრა გამართეს


შეხვედრის მიზანი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებაა.

ვიქტორ იუშენკო და ვიქტორ იანუკოვიჩი კიევში შეხვდნენ ერთმანეთს მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა იუშენკომ უკრაინის შინაგანი ჯარები დაიქვემდებარა. მანამდე პრეზიდნეტმა იუშენკომ თანამდებობიდან გაანთავისუფლა ქვეყნის გენერალური პროკურორი სვიატოსლავ პისკუნი, რომელიც არ დაემორჩილა ამ გადაწყვეტილებას.

როგორც ბატონმა პისკუნმა საკუთარ მომხრეებს განუცხადა:” უკრაინაში ერთი გენერალური პროკურორია, რომლის გვარია პისკუნი და პრეზიდენტის უკანონო ბრძანებას ძალა არ გააჩნია.”

ამასობაში კიევისკენ პრეზიდენტ იუშენკოს ერთგული შეიარაღებული ფორმირებები მიემართებიან. ამსთან დაკავშირებით შეერთებულმა შტატებმა, ევრო კავშირმა და რუსეთმა უკრაინის ლიდერებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდეს.

XS
SM
MD
LG