ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2012 წლისათვის ქალაქ ნიუ იორკის ყველა ტაქსი ჰიბრიდი იქნება


როდესაც ინტერნეტ კომპანია იაჰუმ ამერიკის ყველაზე მწვანე ქალაქის კონკურსი გამოაცხადა, მან თავიდან ქალაქ ნიუ იორკს ათი მაღალი გამავლობის მქონე ჰიბრიდი ავტომობილი გადასცა. ასეთი ავტომობილის ძრავი ბენზინზე და ელექტროობაზე მუშაობს და გარემოს ნაკლებად აბინძურებს.

ამ კონკურსში გამარჯვებულ ქალაქს იაჰუ მთელ ტაქსოპარკს ასეთი ტიპის ავტომობილებით შეუცვლის.

კონკურსი მომავალ ივნისს სრულდება. ნიუ იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი აცხადებს, რომ ქალაქის სიმბოლოდ ქცეულ ყვითელ ტაქსებს ჰიბრიდული ტექნოლოგიით აღჭურვა და გამონაბოლქვის ახალი რეგულაციის დაკმაყოფილება მოეთხოვებათ:

“ მომავალი ათი წლის განმავლობაში ახალი სტანდარტები გამონაბოლქვი ნახშირორჟანგის ახლანდელთან შედარებით განახევრებას გულისხმობს ეს რეფორმა ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება”. სთქვა მერმა.

ახლა ნიუ იორკის ტაქსო კომპანიები ყველაზე ხსირად ფორდის კომპანიის მიერ ნაწარმოებ მოდელს “კროუნ ვიქტორიას” იყენებენ. ეს მოდელი ერთი გალონი საწვავით თოთხმეტ მილს გადის. შედარებით, ამავე ფორდის მაღალი გამავლობის მქონე მოდელი “ესკეიპი” კი ერთი გალონის ხარჯზე ოცდათექვსმეტ მილს გადის:

“ეს მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი სუფთა ტაქსოპარკი იქნება. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ტაქსებს ასე ხშირად ხმარობენ, ახალი სტანდარტის დამსახურებით მიღებული ეფექტი, ჩვენი ქუჩებიდან ოცდატორმეტი ათასი ბენზინზე მოქმედი ავტომობილის მოშორების ტოლფასი იქნება”. აღნიშნა მერმა ბლუმბერგმა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდი ავტომობილი უფრო ძვირადღირებულია ვიდრე ჩვეულებრივი, ჰიბრიდის პატრონს წელიწადში საწვავზე დაახლოებით ათი ათასი დოლარით ნაკლები თანხა ეხარჯება. აქედან გამომდინარე ბევრი ტაქსების მფლობელი კომპანია ასეთ ცვლილებას მხარს უჭერს.

იმის დასადგენად თუ რამდენად ეფექტურია ასეთი ავტომობილი, ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში ქალაქის ქუჩებში ოთხასამდე ჰიბრიდი გამოცადეს. 2008 წლიდან მოყოლებული კი ჰიბრიდები ყვითელ ტაქსთა შორის წამყვანი როლის თამაშს დაიწყებენ. ფორდის გარდა ეს ტაქსები ტოიოტას, ლექსუსისა და ჰონდას სხვადასხვა მოდელები იქნება.

ნიუ იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი ამბობს, რომ მთლიანად ჰიბრიდებით დაკომპლექტებული ტაქსოპარკის შექმნა, 2030 წლისათვის ნიუ იორკს ნახშირორჟანგის გამოყოფის ოცდაათი პროცენტით შემცირებაში დაეხმარება.

XS
SM
MD
LG