ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი კმაყოფილია კონგრესის გადაწყვეტილებით


შეერთებული შტატების კონგრესმა მოიწონა ამერიკული შეიარაღებული ძალების მიერ ერაყსა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციების წარმოების ბიუჯეტი.

წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა სამხედრო ოპერაციების დაფინანსების ასოც მილიარდიანი ბიუჯეტი დაამტკიცა.

ეს კანონპროექტი მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით სამხედრო ოპერაციების დაფინანსებისათვისაა გათვალისწინებული, თუმცა ერაყიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ზუსტი ვადის დასახელებას არ შეიცავს.

პრეზიდენტმა ბუშმა მიმდინარე თვის დასაწყისში ვეტო დაადო დაფინანსების იმ კანონპროექტს, სადაც ერაყიდან ამერიკული ჯარის გაყვანის ვადებზე იყო საუბარი. დემოკრატებმა კი მოლაპარაკებების შემდეგ უკან დაიხიეს და ერაყიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ზუსტი ვადის დასახელებას აღარ მოითხოვენ.

თუმცა კანონპროექტის დამტკიცებით უკმაყოფილო წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია განიხილონ 2002 წელს მიღებული ზომა, რომელმაც პრეზიდენტს ერაყში სამხედრო ოპერაციების განხორციელების უფლებამოსილება მიანიჭა:

"ეს არ არის ამ დებატის ბოლო. ჩვენ იძულებულები ვიყავით დაგვემტკიცებინა ეს კანონპროექტი მხოლოდ წინსვლის მიზნით ,მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით ეს არ არის ამ კამათის ბოლო. "

კანონპროექტის თანახმად იმ შემთხვევაში თუ ერაყის მთავრობა გარკვეული ვადის განმავლობაში პოლიტიკური და უშიშროების რეფორმების გატარებას ვერ მოახერხებს შეერთებული შტატები თავს შეიკავებს ერაყის ფინანსური დახმარების გაწევისგან.

თეთრი სახლი კმაყოფილია კანონპროექტში მოცემული ამერიკული სამხედრო ძალებისთვის დამაკმაყოფილებელი პირობებით და დაფინანსებით.

XS
SM
MD
LG