ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს შეერთებული შტატების კონგრესში კენჭს უყრიან ერაყისა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციების წარმოების ბიუჯეტს


დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა უკან დაიხიეს და ერაყიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანის ზუსტი ვადის დასახელებას აღარ მოითხოვენ. ამან კი პარტიის ზოგი წევრი ძალზე გაანაწყენა.

ომების დაფინანსების ასოც მილიარდიანი ბიუჯეტი, მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით მიმდინარე სამხედრო ოპერაციების დაფინანსებისათვისაა გათვალისწინებული. აქ აგრეთვე სამოქალაქო დანიშნულების პროექტებისა და მინიმალური ხელფასების გაზრდაცაა ნაგუსისხმევი. თანაც ქვეყნის აღდგენისათვის აუცილებელი ამერიკული ფინანსური დახმარების დაკარგვის შიშით, ერაყის მთავრობამ რიგი პირობებისა უნდა შეასრულოს.

პრეზიდენტმა ბუშმა მიმდინარე თვის დასაწყისში ვეტო დაადო დაფინანსების იმ კანონპროექტს, რომელშიც ერაყიდან ამერიკული ჯარის გამოყვანის ვადებზე იყო საუბარი. დემოკრატებმა კი ვეტოს გასაუქმებლად აუცილებელი ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვეს.

XS
SM
MD
LG