ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორგანიზაციამ "საერთაშორისო ამნისტიამ" გამოაქვეყნა ანგარიში


ანგარიშში რამდენიმე გვერდი საქართველოსაც მოიცავს. ანგარიშში წინასწარ დაკავებულებისა და მისჯილთა ციხეებში ყოფნის პირობები რიგ შემთხვევაში დაუკმაყოფილებლად არის ჩათვლილი. აქ აღნიშნულია, რომ ციხეში მომხდარ ამბოხებას ხელისუფლება არაადეკვატური ზომებით გამოეხმაურა. შედეგად რვა პატიმარი დაიღუპა, მრავალი კი დაიჭრა. აქვე ნათქვამია, რომ ხშირად პოლიციელები საკუთარი დაუსჯელობით სარგებლობენ და დაკავებულთა წინაარმდეგ წამების მეტოდებს იყენებენ. საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შესძლო ქალების ოჯახური ძალადობისაგან დაცვა და ასეთი მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა თითქმის არ ხდება. აღნიშნულია ანგარიშში.

თუმცა აქვე წერია, რომ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით მიღებული ახალი კანონმდებლობა ნამდვილად წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია. თუმცა სამწუხაროა, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს ხელისუფლება ჯერ-ჯერობით თავშესაფრით ვერ უზრუნველყოფს. ამ პროგრამის განხორციელება 2008 წლამდეა გადადებული.

აქვე არნისნულია, რომ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიკვდილით დასჯა არ გაუქმებულა. და, რომ აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს ქართველ აქტივისტებტან კონტაქტების გამო სასტრიკად სდევნიან.

საქართველოს მთავრობის მიერ, წამების მეთოდებტან საბრძოლველად შემზადებული ორწლიანი გეგმა 2005 წელს ამოიწურა, თუმცა ადამიანის უფლებების დამცველი მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის გაეროს წამების წინაარმდეგ კომიტეტისა და წამების თავიდან აცილების ევროპული კომიტეტის მიერ მიცემული რეკომენდაციები უგულვებელყოფელ იქნა.

ანგარიშში პოზიტიურ ცვლილებად არის შეფასებული ის, რომ გასულ თვეს საქართველოს პარლამენტმა გააუქმა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ჩივილის შესამზადებლად არსებული, ადრე დაწესებული მოკლე ვადა. ასეთ ქმედებაში ეჭვმიტანილი პოლიციელების წინააღმდეგ მრავალი საქმე გაიხსნა. ხუთ პოლიციელს სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე. მკვლელობაში დადანასაულებულ ოთხ პატიმრობა მიესაჯა, თუმცა აღნიშნულია ანგარიშში, იმ ბრალდებას, რომ გირგვლიანის მკვლელობის ბრძანება შინაგან საქმეთა სამინისტროს მარალჩინოსნებმა გასცეს სვლა არ მიეცა.

მიმდინარე თვეს წამების წინაარმდეგ მებრძოლმა გაეროს კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას პოლიციისა და ციხეების დაცვის მიერ ჩადენილი დარღვევების, დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ მუდმივი მონიტორინგისკენ მოუწოდა. კომიტეტი აგრეთვე წამების და ცუდად მოპყრობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროგრამის შექმის ინიციატივითაც გამოვიდა. ეს პროგრამა შესაბამის კომპენსაციასაც უნდა ითვალისწინებს.

საქართველოს ხელისუფლება არ ფლობს სრულ ინფორმაციას ოჯახური ზალადობის ფაქტების შესახებ. კავკასიის ქალტა არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, საქართველოს ქალთა ხუთი მთელი ორი მეათედი პროცენტი რეგულარულად ფიზიკურად იჩაგრება საკუთარი პარტნიორების მიერ. გაეროს მონაცემებით 1999-2005 წლებში ეს ნიშნული ხუთ პროცენტს წარმოადგენდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ შესძლო მოსამართლეების, პოლიციის მუშაკების, პროკურორების და სამედიცინო პერსონალის სავალდებულო წვრთნის უზრუნველყოფა.

აქვე აღნიშნულია, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სეპარატისტული მთავრობები ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონტაქტის გამო რეგიონების მოსახლეობას სჯიან და ამის რამდენიმე ფაქტია მოყვანილი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთში გრძელდება მორატორიუმი სასჯელის უმაღლესი ზომის მისჯაზე და სიკვდილით დასჯაზე. ხოლო აფხაზეთსი მორატორიუმი მხოლოდ სიკვდილით დასჯის აღსრულებას მოიცავს. აქვე არნიშნულია, რომ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული დღემდე აფხაზეთში თექვსმეტ კაცს მიესაჯა სიკვდილი.

XS
SM
MD
LG