ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანკარაში მომხდარი აფეთქება კამიკაძემ განახორციელა


თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ანკარაში სამშაბათს მომხდარ აფეთქებას კამიკაძე ტერორისტი ედგა სათავეში. ინციდენტის შედეგად ანკარაში 6 ადამიანი დაიღუპა. ანკარის გამგებელი კემალ ონალი დღეს აცხადებს, რომ ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენა. ჯერჯერობით არავის უკისრია პასუხისმგებობა ამ ფაქტისთვის. თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მომხდარს უმოწყალო ტერორისტულ თავდასხმად ახასიათებს. პაკისტანის საელჩოს წარმომადგნელები კი აცხადებენ, რომ 8 პაკისტანელი იმ 90 ადამიანს შორის იყო, რომლებიც აფეთქებისას დაშავდნენ. ისინი ანკარაში თავდაცვის საერთაშორისო ბაზრობას ესწრებოდნენ.
XS
SM
MD
LG