ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2005 წელს ბინ ლადენმა ზარქავის თავდასხმების მოწყობა დაავალა


ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ოსამა ბინ ლადენმა დაჯგუფების წევრს აბუ მუსაბ ალ ზარქავის 2005 წელს ტერორისტული რგოლის შექმნა დაუკვეთა, შემდეგ თავდასხმების დაგეგმა ერაყის ფარგლებს გარეთ და ამერიკის მთავარ სამიზნედ გადაქცევა. აშშ პრეზიდენტ ბუშის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ფრენ თაუნსენდმა, დაიმოწმა რა ახლად გამჟღავნებული სადაზვერვო ინფორმაცია, განაცხადა, რომ ახალი მასალები ბუშის ადმინისტრაციის განცხადებებს ადასტურებს რომ ალ ყაიდას სურს ერაყი თავდასხმების მოსამზადებელ ზონად აქციოს. თაუნსენდის განცხადებით, 2005 წლის იანვარში, ბინ ლადენმა ზარქავის თხოვა ამ რგოლის შექმნა და ასევე კიდევ ერთ ოპერატიულ თანამშრომელს- ჰამზა რაბიას, დაუკვეთა ზარქავისთვის ინფორმაციის მიწოდება ჯგუფის გეგმების შესახებ ერაყის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი თავდასხმების ირგვლივ. ფრან ტაუნსენდმა ასევე აღნიშNა, რომ მას შეუძლია დამატებითI სადაზვერვო , აქმდე გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამჟღავნება ახლა როცა ზარქაქვი და რაბია ორივე მკვდარია, ისევე როგორც ალ ყაიდას სხვა რამდენიმე ოპერატიული მუშაკი.
XS
SM
MD
LG