ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ატლანტიკის ოკეანეში ნაპოვნი საგანძური 500 000 ოქროს და ვერცხლის მონეტისგან შედგება


ესპანეთის ხელისუფლებამ წყალქვეშა არქეოლოგების მიერ ჩაძირული გემიდან ამოღებული განძის გამო სპეციალური გამოძიება დაიწყო, რადგან ეჭვობს რომ ეს განძი მის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ იქნა მოპოვებული.

ოდისეას სახელით ცნობილი ერთ -ერთი ამერიკული ორგანიზაციის განცხადებით ატლანტიკის ოკეანეში ნაპოვნი საგანძური 500 000 ოქროს და ვერცხლის მონეტისგან შედგება, რაც დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის ტოლფასია.

ესპანეთის ხელისუფლება ეჭვობს რომ ეს სიმდიდრე გიბრალტარში მე-17 საუკუნის მიწურულს ჩაძირული გემიდან ამოიღეს. ბრიტანეთის მედიაში კი გაჩნდა ინფორმაცია, რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა 1641 წელს ინგლისის ნაპირებთან ჩაძირულ ხომალდზე იყოს საუბარი.

თავის მხრივ ამერიკული ორგანიზაცია აცხადებს, რომ საგანძური ნეიტრალურ წყლებში აღმოაჩინა.

XS
SM
MD
LG