ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული სამხედრო კონტინგენტი ერყში 2000- მდე იზრდება !


საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შევიდა პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ახალი ინიციატივა ერაყში ქართული სამხედრო კონტინგენტის გაზრდასთან დაკავშირებით. პარლამენტმა აღნიშნული ინიციატივის თაობაზე დადგენილება უნდა მიიღოს, ამის შემდეგ ერაყში ქართული კონტინგენტის რიცხვი 200-მდე გაიზრდება. დღესდღეობით სპარსეთის ყურეში სამშვიდობო მისიას 850 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ასრულებს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე დადგენილების პროექტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილება. შეგვიძლია მოვისმინოთ თავდაცვის კომიტეტის წევრის, კობა ხაბაზის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ერაყში ქართველი სამხედროები აშშ და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ებრძვიან ტერორიზმს...

ამ დღებში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხი კანონში „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“. სხდომაზე აღინიშნა, რომ ვინაიდან სამხედრო სარეზერვო სამსახური საქართველოში ახალი შექმნილია, შესაბამისი კანონის ამოქმედებამ დღის წესრიგში დააყენა მოქმედ კანონში გარკვეული სახის ცვლილებების შეტანის აუცილებლობა. სამზედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შედეგად სტუდენტებს სამხედრო სარეზერვო სამსახურის სრულად გავლის შესაძლებლობა მიეცემათ, რაც კანონმდებელთა აზრით, ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და კვალიფიციური სამხედრო ძალების რეზერვის ჩამოყალიბებას.

ერაყიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს ერყში მიღებული გამოცდილების გამოყენება სამშობლოში, მათ შორის, სამხედრო სარეზერვო სამსახურის სტრუქტურებში შეეძლებათ.

XS
SM
MD
LG