ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა !


საქართველოში, ბოლო დროს განსაკუთრებით, მკვეთრად გაუარესდა კრიმინოგენული ვითარება. ქართველი მამაკაცები აღარ ჩხუბობენ, დაპირისპირებულ მხარეს სიცოცხლეს ასალმებენ. ყოველი მკვლელობა საზოგადოებაში მტკივნეულად აღიქმება, ასევე მტკივნეულად აღიქვა საზოგადოებამ ექს-დეპუტატის, მოძრაობა : ენა , მამული, სარწმუნოების თავმჯდომარის, პროფესორ გურამ შარაძის მკვლელობა. გურამ შარაძე გუშინ საღამოს 3 ტყვია ესროლეს, იგი ადგილზე გარდაიცვალა.მკვლელი დაკავებულია, მკვლელობის გარემოებები, ალბათ, რამდენიმე დღეში, ცნობილი გახდება.. ხალხი კრიმინოგენული ვითარებით შეშფოთებულია.

აღნიშნულ საკითხებზე სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის პრეზიდენტი, ალექსანდრე რონდელი გვესაუბრება, რომელიც საზოგადოების დაბალ კულტურაზე, საზოგადოებაში გამეფებულ აგრესიაზე და სამართალდამცავების არასათანადო მუშაობაზე საუბრობს.

XS
SM
MD
LG