ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კომპანია "კრაისლერის" გაყიდვა ამერიკული ავტოინდუსტრიის მიმართულების მკვეთრ ცვლილებას მოასწავებს


ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გერმანულმა დაიმლერ-ბენცმა ამერიკული ბიზნესის სახედ ცნობილი კომპანია, ოცდათექვსმეტ მილიარდ დოლარად შეიძინა. კომპანიის თავმჯდომარემ დიტერ ზეტშემ განაცხადა, რომ ახლა დაიმლერ-ბენცი წამგებიანი კრაისლერის აქციათა ოთხმოც პროცენტს საინვესტიციო ფირმას მიჰყიდის: “უკვე ძალზე ნათელი გახდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო. თანაც ბიზნესის განვითარების პერსპექტივიდან გამოდინარე ამის გაკეთება ნამდვილად გამართლებულია”. სთქვა ბატონმა ზეტშემ. ეს გაყიდვა შეერთებული შტატების დაღმავალზე მყოფი ავტოინდუსტრიის მიმართულების მკვეთრ შეცვლას მოასწავებს. ახლა პირველად, დეტროიტის ავტოინდუსტრიის სამ გიგანტთაგანთაგან ერთ-ერთს კერძო ინვესტორთა ჯგუფი გაუძღვება: “ჩვენ ამ კომპანიას ისე წარვმართავთ, როგორც გვსურს და ყურადღებას არ მივაქცევთ იმას თუ რას ლაპარაკობენ ჩვენზე”. ამბობს კრაისლერის აღმასრულებელი დირექტორი ტომ ლასორდა. თუმცა ექსპერტების აზრით, ის რაც კარგია კომპანიისათვის შეიძლება ცუდი იყოს მომსახურე პერსონალისათვის. ჩიკაგოს ბიზნესსკოლის პროფესორი ჯეიმს შრაგერი ამბობს, რომ კერძო საინვესტიციო კომპანიებს მოგებისათვის ძალზე დაუნდობელი მეთოდებით იბრძვიან. მისი თქმით კრაისლერის მყიდველი კომპანიის ცერბერუსის სახელიც კი მიანიშნებს ამ მეთოდებზე. მოგეხსენებათ, რომ ცერბერი ძველბერძნულ მითოლოგიაში ჯოჯოხეთის კარის მცველი საშინელი სამთავა ძაღლი იყო: “კერძო საინვესტიციო კომპანიები წმინდა კაპიტალისტური კომპანიები არიან. მათი ყურადრება მხოლოდ ერთ მიმართულებითაა გამახვილებული, თუ როგორ მოუტანონ მოგება ინვესტორებისაგან მიღებულ თანხებს. მათ სხვა არაფერი აინტერესებთ”. ამბობს პროფესორი შრაგერი. კრაისლერის გაყიდვის გადაწყვეტილება პროფსაბჭოების ლიდერებმაც მოიწონეს. ამან კი ბევრი ის მუშა გააკვირვა, რომლებსაც სამსახურის დაკარგვისა ეშინია: “მე ცოტაოდენ გაოცებული ვარ. რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენი კომპანია იყიდება მხოლოდ გაზეთებიდან შევიტყეთ. ჩვენ შიგნით კომპანიაში არაფრის კურსში არ ჩაგვაყენეს”. გვეუბნება ერთ-ერთი მუშა. “ჩვენ ძალზე დაშინებულები ვართ იმიტომ, რომ წარმოგდენა არ გვაქვს თუ რა მოხდება. ჩვენ მომავლის გვეშინია”. ამბობს მეორე. თითქმის მთელი ათწლეულია რაც შეერთებული შტატების ავტოინდუსტრიაში სამუშაო ადგილების შემცირების პროცესი მიმდინარეობს. 1998 წლიდან მოყოლებული დღემდე, ჯენერალ მოტორსის, ფორდისა და კრაისლერის გაყიდვებმა თვრამეტი პროცენტით დაიკლო. ხოლო აზიური კომპანიების, მაგალითად ჰონდას და ტოიოტას გაყიდვებმა კი სამოცდაათი პროცენტით მოიმატა.
XS
SM
MD
LG