ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ხმის ცნობილ წამყვანს უილის კონოვერს 77 წელი შეუსრულდებოდა


17 მაისს ცნობილ ამერიკელ რადიო წამყვანს, რადიოსადგურ ამერიკის ხმის ჯაზის პროგრამების საყოველთაოდ ცნობილ ავტორს უილის კონოვერს დაბადებიდან 77 წელი შეუსრულდებოდა.

ამ დღეებში, ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში კონოვერის ხსოვნისა და მისი მუსიკისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამოები იმართება. მის გადაცემებს მდოფლიოს მასშტაბით 100ობით მილიონი ადამიანი უსმენდა. ერთერთმა ცნობილმა დიპლომატმა კონოვერს, თავის დროზე, კეთილი ნების საუკეთესო ამერიკელი ელჩიც კი უწოდა. ბატონი უილისი თავად მუსიკოსი არასდროს ყოფილა, არც რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრა შეეძლო თურმე. თუმცა, მიუხედავად ამისა მას ყველაზე ცნობილ მუსიკალურ ფესტივალებზე წამყვანად და ჟიურის თავმჯდომარედ იწვევდნენ ხოლმე რიო დე ჟანეიროსა თუ ბომბეიში.

შესაბამისად, კონოვერთან ერთად რადიო ამერიკის ხმას არამარტო ჯაზის, არამედ თავისუფალი ნებისა და სიტყვის გავრელების მისიაც ერგო. მუსიკა, რომელსაც უილის კონოვერი აჟღერებდა, ბევრისთვის სწორედ მშვიდობის, თავისუფლებისა და ძირეული ამეირკული ღირებულებების სიმბოლოდ იქცა. ლუის არმსტრონგიდან დაწყებული ჩარლი პარკერის მუსიკით დამთავრებული, კონოვერის მიერ ჯაზის კლასიკური სტანდარტების გაჟღერებას მსოფლიოში ყველაზე დიდი აუდიტორია უსმენდა. მას, ხშირად, სწორედ მისი ხმით სცნობდნენ მსოფლიოს ქლაქებში, მაგალითად მოსკოვში , როცა იგი რესტორანში მაგიდასთან საუბრისას, ერთერთმა სტუმარმა დარბაზის მეორე ბოლოს ამოიცნო. ევროპაში მიმდინარე ჯაზ ფესტივალზე კი კონოვერთან ერთი რუსი მუსიკოსი მივიდა, და აღფრთოვანებულმა ასე მიმართა: “შენ ჩემი მამა ხარ“ .

სამწუხაროდ უილის კონოვერს ამერიკაში ნაკლებად იცნობდნენ, თუ არ ჩავთვლით ჯაზის მოყვარულთა ვიზრო წრეებს. როგორც იცით, ამერიკის ხმის გადაცემების გავრცელებას, აშშ ტერიტორიაზე, სპეციალური კანონი კრძალავს. ალბათ ამიტომ კონოვერის ბიოგრაფია მისი თანამემამულეებისთვის მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა. თუმცა ყველგან მთელს მსოფლიოში, ამერკის ხმის ნებისმიერი გადაცემა უილის კონოვერთან ასოცირდებოდა და შესაბამისად, უცხოელი მეგობრები, ამერიკამ სწორედ კონოვერის პროგრამებით მოიზიდა.

დღეს, მისი გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ უილის კონოვერი. ვრთავთ თბილისისს, გვესაუბრება უილის კონოვერის შემოქმედებაში გათვითცნობიერებული ადამიანი, სახელგანთქმული მუსიკოსი ბატონი ვოვა მოგელაძე.

XS
SM
MD
LG