ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაისი ახალი ცივი ომის დაწყებას უარყოფს


დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა. საუბარი მოსკოვსა და დასავლეთს შორის გარკვეულ საკითხებსი არსებულ უთანხმოებას შეეხო.

ორივე მხარე ერთმანეთის მიმართებაში პოლიტიკური რიტორიკის შეწყვეტზე შეთანხმდა. მაგრამ იტარ ტასის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმირ პუტინი ისევ არ ეთანხმება ჩეხეთსა და პოლონეთში ამერიკული რაკეტსაწინარო სისტემის განლაგებას. მოსკოვი და ვაშინგტონი აგრეთვე ვერ თანხმდებიან კოსოვოს სტატუსის გამორკვევის საკითხთან დაკავშირებითაც.

გუშინ ქალბატონი რაისი რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს სერგეი ივანოვს შეხვდა. სახელმწიფო მდივნის თქმით, ამერიკასა და რუსეთს ძნელბედობის ჟამი დაუდგათ. მაგრამ მაინც, ქვეყნებს შორის დღეს არსებული უთანხმოება, ცივი ომის დროინდელ დაპირისპირებას ვერ შეედრება.

XS
SM
MD
LG