ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ ფეშავარში ტერაქტი განხორციელდა


პაკისტანის პოლიცია აცხადებს, რომ კამიკაძე ტერორისტის მიერ ქალაქ ფეშავარის ძველ უბანში მდებარე სასტუმრო მარჰაბაში განხორციელებულ აფეთქებას, ოცდახუთი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია ოცდაათი ადამიანი. ამ ინფორმაციის თანახმად, ტერორისტმა თავი შენობის პირველ სართულზე მაშინ აიფეთქა, როდესაც სასტუმროს რესტორანი ხალხით იყო გადაჭედილი. ცნობილია, რომ ეს რესტორანი ავღანელ იმიგრამტთა სორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

პოლიციის უფროსმა შარიფ ვირკმა განაცხადა, რომ აფეთქების ადგილას კამიკაძის დაგლეჯილ სხეულს მიაგნეს. ფეხზე კამიკაძეს წერილი ჰქონდა შებმული, სადაც აღნიშნულია, რომ ყბელას ვინც კი სეერთებული სტატებისათვის ჯაშუშობას ეწევა მსგავსი ბედი ელის.

გასული წლის მიწურულს შეიარაღებულმა ფორმირებებმა ფეშავარში აფეთქებათა მთელი სერია მოაწყეს. პაკისტანის არმია რეგიონის ალ-ყაიდასა და თალიბებისაგან გაწმენდას ცდილობს.

XS
SM
MD
LG