ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის სათავეში ახალი პრეზიდენტის მოსვლა თურქეთის ევროკავშირში შესვლას საკმაოდ ბუნდოვან მომავალს უსახავს


აბდულა გული თურქეთის ევროკავშირში შესვლის თავგამოდებული მომხრეა. საერთაშორისო ურთიერთობათა ბევრი ექსპერტის რწმენით, სწორედ ბატონი გული დგას იმ რეფორმების უკან, რომელთა დამსახურებითაც 2004 წელს ევროკავშირმა ათწლეულების განმავლობაში გადადებული წევრობის შესახებ მოლაპარაკებები წამოიწყო.

ახლა ამ მოლაპარაკებებს საშიშროება ემუქრება. უპირველეს პრობლემებს კვიპროსთან დაკავშირებით, ევროკავშირისა და თურქეთის ხედვის შეუთავსებლობა და თურქეთის კავშირში შესვლსადმი ევროპელების სულ უფრო მზარდი ნეგატიური დამოკიდებულება წარმოადგენს.

საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე სულ რამდენიმე დღის წინათ არჩეულმა ნიკოლა სარკოზიმ მრავალჯერ აღნიშნა, რომ თურქეთი ევროპას არ ეკუთვნის. იგი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თურქეთისათვის სპეციალური, ეგრეთწოდებული “პრივილეგირებული პარტნიორობის” სტატუსის შემოღების წინადადებით გამოვიდნენ.

თანაც საფრანგეთის შინაგან საქმეტა მინისტრის პოსტზე ყოფნისას ბატონი სარკოზი საკმაოდ მკაცრი ზომების გამოყენებით იბრძოდა იმიგრაციის წინააღმდეგ და იმიგრანტებთან მიმართებაში უხეშ გამოთქმებს ხმარობდა.

მან პარიზის გარეუბნებში იმიგრანტი ახალგაზრდობის მიერ მოწყობილი შარშანდელი არეულობებისას ამბოხებულებს გაუთლელები და ნაყარნუყარი უწოდა.

აბდულა გული ამბობს, რომ თურქეთი მეორეხარისხოვან სტატუსს არასროს დაჰყაბულდება. მისი ქზრით, დროტა განმავლობაში ბატონი სარკოზი თურქეტის ფასეულობებს მოიწონებს.

“პირველ რიგში, მე სარკოზის ვულოცავ საფრანგეთის პრეზიდენტობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში იგი დააფასებს და შეიგრძნობს თურქეთს” სთქვა ბატონმა გულმა.

სტამბოლში მცხოვრები ევროპის საქმეთა სპეციალისტი ჩინგიზ აკტარი ბევრად უფრო პესიმისტურადაა განწყობილი. მისი აზრით თურქეთს ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა თითქმის აღარ გააჩნია:

“თურქეთის გაწევრიანების პროცესი ძალზე არასახარბიელო სტადიაშია და მის განახლებასა და წინსვლას დიდი ენერგიის დახარჯვა ესაჭიროება. პროცესის გაგრძელება როგორც ყოველთვის ევროპის მხარეზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ მე ვთვლი, რომ ევროპის ახალი მთავარი მამოძრავებლები, სარკოზი და მერკელი პროცესის წინსვლისათვის ბიძგის მიცემას არ აპირებენ. მათ არ სურთ, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრი გახდეს და ამ საკითხს დაბლოკავენ. ამას ისინი უკვე აკეთებენ კიდეც. ამბობს ბატონი აკტარი.

ევროპის ზოგი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების თურქეტისათვის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაშიც კი საკითხს მაინც სახალხო რეფერენდუმზე გაიტანენ.

აბდულა გული აღიარებს, რომ თურქეთმა ევროპაში არსებული მისი იმიჯის გამოსასწორებლად ბევრი უნდა გააკეთოს. იგი ამბობს, რომ მას კარგად ესმის ორგანიზაციაში ძირითადად მუსლიმებით დასახლებული სამოცდათორმეტ მილიონიანი ქვეყნის მიღების ევროპელთა შორის არსებული შიშისა. აქედან გამომდინარე იგი მოთმინებას მოუხმობს:

“უპირველესყოვლისა ჩვენ ევროკავშირისათვის ხელ-ფეხის შებოჭვა არ გვსურს. ჩვენ გვინდა, რომ უფრო დიდი ნამცხვრის გამოცხობა და მისი ნაჭრის მირთმევა გვსურს. სხვა შემთხვევაში ევროპელებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჩვენი იქ ყოფნა ნამდვილად არ ენდომებათ” ამბობს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტი.

თურქეთში, ევროკავშირში ოდესმე შესვლისა ბევრს არ სჯერა. ამასწინანდელი ანტისამთავრობო გამოსვლების მთავარ ლოზუნგებს, “ამერიუკასთან ერტად ყოფნას არა” და “ევროკავშირს არა” წარმოადგენდნენ.

პროფესორი ატკარი ამბობს, რომ ანტიევროპული გრძნობების გაღვივებამ თურქეთის არმიას საკუთარი ძალის გამომჟღავნების საბაბი მისცა. 27 მაისს მთავარსარდლობამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ თურქეტის სეკულარულ კონსტიტუციას ისლამისტური მთავრობის მხრიდან რაიმე საშიშროება შეექმნება, არმია აუცილებლად ჩაერევა:

“სამწუხაროდ მე ვფიქრობ, რომ არმიის მიერ მთავრობისათვის ამ ულტიმატუმის წაყენება ევროპის მხრიდან თურქეთის საქმეებით დაინტერესების დინამიკის შესუსტებას აღნიშნავს”. ამბობს ბატონი ატკარი.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა გული ამტკიცებს, რომ ევროკავშირში შესვლა დასავლური სტილის განვითარებულ დემოკრატიად ჩამოყალიბების საუკეთესო გზას წარმოადგენს. სწორედ ამიტომაც მმართველი პარტია, რომლის წევრი ბატონი გულიცაა, ოცდაორი ივლისისათვის დანიშნულ არჩევნებზე პროევროპული პლატფორმით წარსდგება.

XS
SM
MD
LG