ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონდოლიზა რაისი მოსკოვში იმყოფება


აშშ-ის სახხელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი დღეს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მიისტრს სერგეი ლავროვს ხვდება.

ქალბატონი რაისი მოსკოვში ორ დღეს დაჰყოფს. ხვალ იგი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდება. მთავარი პრობლემა რომელიც აშშ_ის სახელმწიფო მდივანმა უნდა მოაგვაროს არის კრემლის გაღიზიანება ვაშინგტონის გადაწყვეტილების გამო რაკეტსაწინაღო სისტემა განალაგოს პოლონეთის და ჩეხეთის რესპუბლეკებში ისევე როგორც კიდევ ერთ სახელმწიფოში რომელსაც ჯერ არ ასახელებნ და რომელიც კავკასიაშია განლაგებული.

ვაშინგტონი ამტკიცებს რომ ამ სისტემის გაშლა აუცილებელია რათა დაიცვან ევროპა სარაკეტო დარტყმებისაგან ისეთი ქვეყნების მხრივ როგორებიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. გასულ კვირას ნატოსა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკება ბრუსელში უშედეგოდ დამთავრდა. რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გენერალი იური ბალუევსკი ამერიკისაგან ითხოვს იმის გარანტიებს რომ ეს სისიტემა მოგვიანებით არ იქნება გაფართოებული და არ მოიცავს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას. მისივე თქმით ეს გეგმა ფაქტობრივად წარმოადგენს გამალებული შეიარაღების ახალი ფაზის დაწყებას. აი რა თქვა ჩვეთნთან საუბარში მოსკოვში ჰერიტიჯის ფონდის დირექტორმა ევგენი ვოლკმა

რუსეთს არ სჯერა ამერიკის განცხადებისა იმის თაობაზე რომ საბოლოო ანგარიშში ეს ბალისტიკური რაკეტები არ იქნება დამიზნებული რუსეთზე და რომ მათი ერთადერთი მიზანია შეაკავონ პოტენციური სარაკეტო დარტყმა ისეთი სახელმწიფოების მხრივ რომლებიც არ სწყევეტენ ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგოიების შემუშავებას რათა დარტყმა მიიტანონ ამერიკასა და მის მოკავშირეებზე. აქედან გამომდინარე ჩემის აზრით კრემლი და ვაშინგტონი საერთო პოზიციას ამ საკითხში ვერ გამონახავენ ევროპაში ბალისტიკური რაკეტების გაშლის საკითხის მათ მიერ რადიკალურად განსხვავებული აღქმის გამო.

ბატონი ვოლკი ამტკიცებს რომ ევროპელები ამ რაკეტებს აღიქვამენ როგორც არა სათავდაცვო არამედ დამკვრელ სარაკეტო არსენალად. მისი პროგნოზით ამის გამო რუსეთის რეაქცია ამ საკითხზე ყოველთვის მწვავე იქნება.

კიდევ ერთი საკითხი ქალბატონმა რაისმა მოსკოვში უნდა განიხილოს არის კოსოვოს დამოუკიდბელობა. კრემლმა განაცხადა რომ კოსოვოს საკითხზე ახალ კანონპროექტს, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს უნდა წარუდგინონ რუსეთის მხარე მხოლოდ მას შემდეგ განიხილავს რაც მოსკოვში რაისის ვიზიტი დასრულდება. ჩვენთან საუბარში ბატონმა ვოკლკმა ამას თან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა:

კოსოვომ დამოუკიდებლობა რომ მოიპოვოს ეს ფაქტობრივად რუსეთის დიპლომატიის სერიოზული დამარცხება იქნება და საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ ინტერპრეტირებული იქნება როგორც საერთაშორისო ურთიერთოებებში რყსეთის კიდევ ერთი სისუსტის წარმოჩენა.

XS
SM
MD
LG