ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში კამიკაძემ მანქანა დემოკრატიული პარტიის ოფისთან ააფეთქა


ერაყში კამიკაძემ მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ოფისის მახლობლად ააფეთქა, რასაც 45 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ერაყის ხელისუფლების განცხადებით ათეულობით დაჭრილთა შორის ქალაქ მახმურის მერიც იმყოფება. დღესვე ბაღდადში ავტომობილში დამონტაჯებული კიდევ ერთი ბომბის აფეთქების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა. ამასობაში ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა ერაყის ისლამური სახელმწიფოს სახელით ცნობილმა დაჯგუფებამ ამერიკელი ჯარისკაცების დატყვევების შესახებ გაააკეთა განცხადება, რომლებსაც დღემდე ეძებენ კოალიციური ძალები მაჰმუდიაში მოწყობილი თავდასხმის შემდეგ.
XS
SM
MD
LG