ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო: ავღანეთში თალიბთა ლიდერი მულა დადულაჰი მოჰკლეს


ავღანეთის ხელისუფლების და ნატოს წარმომდგენლების განცხადებით ქვეყნის სამხრეთში ჰელმენდის პროვინციაში მიმდინარე ბრძოლების დროს თალიბთა სამხედრო მეთაური მულა დადულაჰი მოკლეს, რაც დიდი დანაკლისია პარტიზანებისთვის. ავრანეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელის საიდ ანსარის განცხადებით:” დადულაჰი სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპა და მისი ცხედარი ამჟამად ყანდაარის პროვინციაშია გადასვენებული.” ადგილობრივი ტელევიზიით ტყვიებით დაცხრილული ცალფეხა ადამიანის გვამი აჩვენეს, რომელიც თითქოს მულა დადულაჰს წააგავს. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა დადულაჰი თალიბთა ყველაზე გავლენიანი სამხედრო მეთაური იქნება, რომელიც ავღანეთში ამერიკელებთან ბრძოლაში დაიღუპა.
XS
SM
MD
LG