ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს


სეკულარულად მომართული თურქები, ქვეყნის ისლამისტური მთავრობის წინააღმდეგ დემონსტარციებს მართავენ. ქალაქ იზმირში დაახლოებით ორასი ათასამდე კაცი გამოვიდა ქუჩებში. დემონსტრაციის მონაწილეებს ხელთ თურქეთის დროშები და ათათურქის გამოსახულებიანი პლაკატები ეპყრათ. ხალხი ქვეყნის სეკულარული კონსტიტუციის დაცვას მოითხოვს. მას შემდეგ რაც შაბათს იზმირში განხორციელებულ ბომბის აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხელისუფლებამ ათასობით პოლიციელი გამოიყვანა ქალაქის ქუჩებში. თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიუპ ერდოღანი ამბობს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას არაფერი არ მოუმოქმედებია, ასეთი საპრეოტესტო მიტინგების გამოსაწვევად.
XS
SM
MD
LG