ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიმიტრი სანაკოევი პარლამენტში სიტყვით გამოდის !


ამ წუთებშიც გრძელდება საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ალტერნატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დიმიტრი სანაკოევის სიტყვით გამოსვლა. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკშვილმა დ.სანაკოევს გუშინ სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელის სტატუსი მიანიჭა.

დღეს დილიდან ცხინვალის ოსურმა მხარემ ცხინვალის ყველა შესასვლელი გადაკეტა, მოსახლეობა ვერც ცხინვალში ჩადის, ვერც ცხინვალის გავლით გადაადგილდება, რამაც რეგიონში საცობებიი გამოიწვია. იზოლაციაშია მოქცეული სოფლები, რომლებსაც ქართული მხარე აკონტროლებს.

სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი დ.სანაკოევი პარლამენტის წევრებს რეგიონის, სოციალური და ეკონომიკური პროექტების განხორციელების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გააცნობს. - ხომ არ უკავშირდება სეპარატისტული ცხინვალის ქმედებები სანაკოევის პარლამენტში გამოსვლას ? - ამ კითხვით რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრე შალამბერიძეს მივმართე, რომელიც ამბობს, რომ რეგიონალურ კომიტეტს პროექტთა პაკეტი აქვს მომზადებული, რომელიც სანაკოევის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG