ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩემი პრიორიტეტი თურქეთის ევროკავშირში შეყვანა იქნება


თურქეთის საქგარეო საქმეთა მინისტრი უარყოფს ბრალდებას, იმის თაობაზე რომ თითქოსდა იგი ქვეყანაში ისლამიზმის დანერგვას ცდილობს. ანკარას ჩანკაიას უბნის ელეგანტურ რეზიდენციაში, თურქეტის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა გული ჩაის და ნამცხვარს მიირთმევს. მინისტრი საკმაოდ მხნედ გამოიყურება. ვერც კი იგრძნობთ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში მის მმართველ “სამართლიანობისა და განვითარების” პარტიასთან დაკავშირებით დიდი აყალმაყალი სუფევდა. უწყვეტი დემონსტრაციების მონაწილეები და ქვეყნის სამხედროები ამტკიცებდნენ, რომ პარტია ქვეყანას ისლამიზმისკენ მიაქანებს და მთავრობის საქმეებში ჩარევით იმუქრებოდნენ.

საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მის პარტიას რაღაც ფარული ისლამური იდეები, რომ ამოძრავებდეს პარტიის წევრები მისი ჩათვლით ასე აკტიურად არ იღვაწებდნენ თურქეთის ევროკავშირში შესაყვანად:

“პირველ რიგში, ჩვენ ანუ “სამართლიანობისა და განვითარების” პარტიამ და ჩემმა მთავრობამ ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყებას მიაღწია. 2004-სა და 2005 წლებში მოლაპარაკებების ჩაშლის ორი კრიტიკული მომენტი დაგვიდგა. ჩვენ ეს კრიზისები გადავლახეთ და თურქეთი ევროპული სტრუქტურებისაკენ წავიყვანეთ. და თუ ჩვენ ამას ვცდილობთ და წარმატებით ვართმევთ თავს, როგორ შეიძლება იმის ფიქრი, რომ ჩვენ ფარული ისლამიზმი გვამოძრავებს” სთქვა ბატონმა გულმა.

მას შემდეგ რაც ოთხი წლის წინ “სამართლიანობისა და განვითარების” პარტია მთავრობას ჩაუდგა სათავეში, თურქეთში მრავალი რეფორმა განხორციელდა. ქვეყნის მთავრობამ 2005 წელს ევროკავშირი დაითანხმა დიდი ხნის მანძილზე გადადებული ინტეგრაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყებაზე. თურქეთში გაუქმდა სიკვდილით დასჯა. ქვეყანაში მცხოვრებ თორმეტ მილიონზე მეტ ქურთს უფრო ვრცელი კულტურული ავტონომია მიენიჭა. ქალებს სამსახურის დაწყებისათვის მეუღლეთაგან თანხმობის მიღება აღარ ესაჭიროებათ.

მიუხედავად ამისა ორი კვირის განმავლობასი ასობით ათასი თურქი ქუჩებში იყო გამოსული და მთავრობას ათათურქის მიერ დაფუძნებული რესპუბლიკის სეკულარული კონსტიტუციის ხელყოფას სწამებდა. მოპროტესტეთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენდნენ. მათ არ სურდათ, რომ მატი ქვეყნის პრეზიდენტის მეუღლეს თავზე ხილაბანდი ჰქონოდა წაკრული.

აბდულა გულის მეუღლე ჰაირუნისა ქვეყნის სკოლებსა და სახელმწიფო ოფისებში აკრზალულ ისლამურ თავსაფარს ატარებს.

ბატონი გული ირწმუნება, რომ მისი მეუღლის თავსაფარი მხოლოდ კდემამოსილებას გამოხატავს და საერთო არაფერი აქვს პოლიტიკურ ისლამთან. იგი მოითხოვს, რომ მისი მეუღლის არჩევანს პატივი სცენ და აღნიშნავს, რომ მისი მთავრობა კერძო მოქალაქეთა ცხოვრებაში არ ერევა:

“ჩვენ არც ერთი ისეთი კანონი ან დეკრეტი არ მიგვიღია, რომელიც ხალხს რელიგიურ კანონებს დაქვემდებარებას მოსთხოვდეს. ჩვენ ქვეყანას უკვე ოთხნახევარი წლის განმავლობაში ვმართავთ. ჩვენ ძალზე ძლიერი პოზიციები გვაქვს და ჩვენ პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას ვფლობთ. მიუხედავად ამისა განა რამე გაგვიკეთებია ისეთი, რომ ხალხს ბოლო წუთში აღმოეჩინა, რომ მათ თავს რაიმის მოხვევას ვაპირებთ? “. ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი.

გასულ კვირადღეს ბატონმა გულმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადგილისათვის ბრძოლას აღარ აპირებს. გულის განცხადება საპარლამენტო ოპოზიციის მიერ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისატვის ბოიკოტის გამოცხადებას მოჰყვა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიუპ ერდოღანმა პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მცდელობით 22 ივლისისათვის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.

სადღეისოდ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ქვეყნის პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს. მთავრობა აგრეთვე კონსტიტუციური ცვლილების განხორციელებასაც და ამ უფლების ხალხისათვის გადაცემას აპირებს.

ბატონი გული აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა შესძლებენ თუ ვერა ამ რეფორმის განხორციელებას, იგი კვლავ წააყენებს საკუთარ კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე.

“პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ჩემი პრიორიტეტი თურქეთის ევროკავშირში შეყვანა იქნება”. ამ სიტყვებით დაასრულა საუბარი ბატონმა აბდულა გულმა.

XS
SM
MD
LG