ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საიმიგრაციო სისტემის რეფორმაზე კონგრესში მოსმენები გაიმართა


პრეზიდენტმა ბუშმა ახლახანსკიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით ის რომ მხარს უჭერს აშშ-ის საიმიგრაციო სისტემის რეფორმას, რათა საბოლოო ანგარიშში ამერიკის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა მიეცეს იმ თორმეტ მილიონ უცხოელს, რომელიც დღეს არალეგალურად იმყოფება აშშ-ში. პრობლემატური ამ საქმეში არის ის ზეგავლენა, რომელსაც შრომის ბაზარზე ახდენს აშშ-ში არალეგალურად მყოფი სამუშაო ძალა. სწორედ ამ საკითხზე გაიმართა კონგრესში მოსმენები, რომელშიც ფედერალური უწყებებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ძირეული ეკონომიკური პრინციპი შემდეგი ფორმულით გამოიხატება: რაც უფრო მეტი გაქვს რაღაც, მით უფრო ნაკლები ღირს იგი. აქედან გამომდინარე ლოღიკურია იმ დასკვნის გაკეთება, რომ ამა თუ იმ დარგში რაც უფრო მეტი მომუშავე გყავს, მით უფრო ნაკლებს უხდი მათ. ამაზე საუბრობდა რესპუბლიკელი კონგრესმენი სტივ კინგი. როგორც მან კონგრესში განაცხადა ამერიკაში არალეგალური, დაბალი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის მოზღვავება ამცირებს ხელფასების დონეს და იწვევს უმუშევრობას იმ ამერიკელ მოქალაქეთა შორის, რომელთაც არ გააჩნიათ უმაღლესი განათლება.

-”სამუშაოს მიმცემები იმ უცხოელებს იყვანენ, რომლებიც ამერიკელებთან შედარებით ბევრად უფრო დაბალ გასამრჯელოზე არიან თანახმა რაც არათანაბარ პირობებს უქმნის კონკურენციის დარგში ამერიკელ მოქალაქეებს. რაც შეეეხება იმ მოარულ ფრაზას თითქოს უცხოელები იღებენ იმ სამუშაოებს, რომლებზეც ამერიკელები უარს ამბობენ ეს შეურაცხყოფაა იმ მილიონი ამერიკელისა, რომლებიც ამ სამუშაოებს ყოველ დღე ასრულებენ.”

ბატონი კინგი არ ეთანხმება პრეზიდენტ ბუშის გეგმას იმიგრაციის შესახებ. როგორც მან თქვა ისინი ვინც ითხოვს არალეგალური იმიგრანტებისათვის საბოლოო ანგარიშში ლეგალური სტატუსის მინიჭებას უცხოელების ინტერესებს ამერიკელთა ინტერესებზე უფრო მაღლა აყენებენ. ისმის კითხვა დასტურდება თუ არა კონგრესმენ კინგის განცხადება კონკრეტული ეკონომიკური მონაცემებით. ამაზე უარყოფით პასუხს იძლევა აშშ-ის დასაქმების დეპარტამენტის მდივნის თანაშემწე ლეონ სეკეირა.

-”უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში უცხოეთში დაბადებული მუშახელის რაოდენობა თითქმის თერთმეტი პროცენტიდან თხუთმეტ პროცენტამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ დროის იმავე მონაკვეთში აშშ-ის მასშტაბით უმუშევრობის მონაცემებმა იკლო. “

აი რა თქვა ჩვენთან საუბარში ბრაუნის უნივერსიტეტეის ეკონომისტმა რეიჩელ ფრიდბერგმა:

-”თუ აშშ-ში, მაგალითად ფორთოხლის მკრეფავთა რაოდენობა იმიგრაციის გამო გაიზარდა, ეკონომიკური თეორია ავტომატურად იძლევა პროგნოზს იმის თაობაზე, რომ ხელფაები ამ დარგში შემცირდება ისევე როგორც იმ დარგებში, სადაც დაკავებულები არიან იგივე დონის პროფესიული მომზადების მქონე ადამიანები. მაგრამ ამ ფონზე ხელფასები გაეზრდებათ მათ, ვინც ფორთოხლის მომხმარებლისადმი მიწოდების სისტემაში მუშაობს. მაგალითად: სატვირთო მანქანების მძღოლებს, რესტორნებში და სუპერმარკეტებში მომუშავეთ.”

ასე რომ რაიმე კონკრეტულ დარგში ახალი მუშა ძალის გამოჩენა ხელფასების შემცირებას იწვევს, მაგრამ სამაგიეროდ ხელფასები ეზრდებათ მათ, ვინც ამ დარგთან არაუშუალოდაა დაკავშირებული.

კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი.

-”იმის გამო, რომ იმიგრანტები არა მარტო მუშაობენ, არამედ ფულსაც ხარჯავენ ეს იწვევს უფრო მეტ მოთხოვნილებას პროდუქციაზე და მომსახურეობაზე, რაც თავის მხრივ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მთლიანობაში ეკონომიკაში შემოსავლის დონის გაზრდას იწვევს”- გვითხრა ქალბატონმა ფრიდბერგმა.

კონგრესში ჩვენებების მიცემისას მთლიანობაში ყველა დაეთანხმა იმ აზრს, რომ იმიგრაცია ლეგალური იქნება იგი თუ არალეგელური მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს აძლევს აშშ-ს. კონგრესში რამოდენიმე ეკონომისტმა გამოთქვა აზრი იმის თაობაზე, რომ აშშ-მა კვლავაც უნდა გააგრძელოს იმიგრანტების მიღება, თუმც ამავე დროს აუცილებელია იმ ამერიკელთათვის საგანმანათლებლო და სამუშაო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება, რომელთაც საფრთხეს უქმნის ეცხოელთა ამერიკაში შემოსვლა.

XS
SM
MD
LG