დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში პენტაგონში დახურულ კარს მიღმა ერაყში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალურ პირებს ხვდება.
ამის ფონზე წარმომადგენელთა პალატა ემზადება ერაყში ომის დაფინანსების კანნპროექტის კენჭისყრისთვის. კანონპროექტის დამტკიცების შემთხევაში ერაყში სამხედრო ოპერაციების განხორციელების მიზნით ივლისში უნდა გამოიყოს 43 მილიარდი დოლარი, ხოლო მოგვიანებით თუ პრეზიდენტი ბუში დაამტკიცებს რომ ერაყმა გარკვეულ პოლიტიკურ და სამხედრო წინსვლას მიაღწია, კონგრესი დამატებით 53 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს.
თუმცა სენატის მხრიდან, რომლის უმრავლესობასაც დემოკრატები წარმოადგენენ, კანონპროექტს დამტკიცების შანსი მინიმალურია. ამავე დროს თეთრი სახლის წარმომადგენელიც აცხადებს რომ პრეზიდენტი ბუში ამ კანონპროექტსაც ვეტოს დაადებს.
თავდაცვის მინისტრმა რობერ გეითსმა სენატის კომიტეტს განუცხადა რომ კანონპროექტი ერაყში სამხედრო ოპერაციების განხორციელებას შეუშლის ხელს.