ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისს დათანხმდა


ვენაში თეირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებულ კონფერენციაზე ირანი კომპრომისს დაჰყაბულდა.

იმის გამო, რომ თეირანმა კონფერენციის დღის წესრიგიდან ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმების აუცილებლად დაცვის მოთხოვნის ამოღება მოითხოვა. კონფერენცია 30 აპრილს ჩიხში შევიდა. მაგრამ დღეს ირანი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მიერ წამოყენებულ წინადადებას დაჰყაბულდა, რომლის თანახმადაც შეერთებულ შტატებსა და ბირთვული იარაღის მქონე სხვა ქვეყნებს განიარაღება მოეთხოვებათ.

კონფერენციის მონაწილე 130 ქვეყნის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება ერთხმად მოიწონეს და კმაყოფილება აპლოდისმენტებით გამოხატეს.

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში სდებენ ბრალს. ამ ბრალდებას

თეირანი უარყოფს და აცხადებს, რომ ბირთვულ სამუშაოებს მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით ახორციელებს.

XS
SM
MD
LG