ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

  ისრაელში არქეოლოგებმა მეფე ჰეროდეს სამარხი აღმოაჩინეს


როგორც არქეოლოგი ეჰუდ ნეცერი აცხადებს სამარხი ჰეროდიუმში იერუსალიმიდან 35 კილომეტრის დაშორებით მდებარე ჰეროდეს ციხესიმაგრეში აღმოაჩინეს.

ებრაელი არქეოლოგის თქმით სარკოფაგი რომელიც სამი კვირის წინათ იპოვეს ცარიელი აღმოჩნდა.

ჰეროდე იუდეველთა მეფედ რომის სენატმა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 40 წლით ადრე დაამტკიცა. მათეს სახარების მიხედვით ჰეროდემ იესო ქრისტეს შობის ადგილას ბეთლემში ყველა ახალშობილი ვაჟი დაახოცვინა ტახტის დაკარგვის შიშის გამო, რადგან ქვეყნიერებაზე ახალი ხელმწიფის მოვლენა იყო ნაწინასწარმეტყველები.

XS
SM
MD
LG