ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოდიში აფხაზებს


- რამდენიმე ხნის წინ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გაიმართა დისკუსია თემაზე: “უნდა მოვუხადოთ თუ არა ბოდიში აფხაზებს?” ვიდრე ეს დისკუსია შედგებოდა, ამ საკითხმა ქართულ საზოგადოებაში მრავალგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ამ რეაქციიდან, უმეტეს ნაწილს აგრესიული შინაარსი ქონდა, უმეტესობა ბოდიშს ყველაზე რადიკალურ, გაუმართლებელ და უპატიებელ ნაბიჯად აღიქვამს. ამ წერილის ინიციატორი ადამიანის უფლებების საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი იყო. მოვისმინოთ ფრაგმენტი მისი გამოსვლიდან, რომელიც პირველ რიგში პასუხობს კითხვას: რისთვის უნდა მოვიხადოთ ბოდიში?

უჩა ნანუაშვილი – ჩვენ ბოდიშს ვიხდით იმისათვის, რომ ვერ შევაჩერეთ ომი! ჩვენ შეგვეძლო მეტის გაკეტება დ ავერ გავაკეთეთ. შესაძლებელია ჩვენ ჩვენი საქმეებით თუ პასიურობით ხელი შევიწყვეთ ამ ომის ესკალაციას და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც არსებობს. ჩვენ ბოდიშს ვხდით იმისათვის, რომ ქართველები გაცილებით მრავალრიცხოვანი ვართ, ვიდრე აფხაზები. მე მინდა ძალიან მოკლედ ვისაუბრო ჩვენს შეცდომებზე. ეროვნული მოძრაობა წარმატებით ართმევდა თავს, რომ არ წამოგებულიყო პროვოკაციაზე, მაგრამ შემდეგ ეს ვეღარ მოხერხდა ისტორიული განვითარების რაღაც ეტაპზე. მე ვფიქრობ აუცილებელია საზოგადოებაში დაიწყოს აქტიური დისკუსია იმის თაობაზე, თუ რამ გააჩინა ამ ომის დაწყების აუცილებლობა. თუ იყო სხვა გზები, რომელიც შეიძლება გამოგვეყენებინა ამ ომის შესაჩერებლად და იყო თუ არა გამოუყენებელი რესურსები. ვფიქრობ, რომ ეს რესურსი არ იყო გამოყენებული. ამიტომ დღეს ქართული და აფხაზური საზოგადოება ვერ პოულობს საერთო ენას, თავად ქართული საზოგადოებაც ვერ პოულობს საერთო ენას ერთმანეთში. ჩვენ დავიწყეთ ეს კამაპანია მიმართვით აფხაზი ხალხისადმი და ამ მიმართვად ლაიტმოტივად გასდევს ქრისიტანული სიყვარული და ჩვენ დავრწმუნდით კიდევ ერთხელ, რომ სიყვარულისა და მიტევების გარეშე რეალურად ყველაფერს ეკარგება აზრი.

- მაგრამ, როგორც ჩანს ქართულ საზოგადოებაში სიყვარულისა და მიტევების უნარი არც თუ ისე მძაფრია. ამას ეს ახალი კამპანიაც, “ბოდიში აფხაზებს” მოწმობს. უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს:

უჩა ნანუაშვილი – საწმუხაროდ ამ კამპანიამ დაადასტურა ის რომ ქართული სახელმწიფო და საზოგადოებაც, ისევ ანტაგონისტურად არის განწყობილი აფხაზი ხალხის მიმართ. რეალურად კი ის სამშვიდობო პოლიტიკა, როემლსაც ქარტული სახელმწიფო ატარებს ცარიელი რიტორიკაა და დღეს ჩვენ კიდევ მილიტარისტულ განწყობასთან გვაქვს საქმე და ჩვენ გამოვდივართ ამის წინააღმდეგ. 15 წელი არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ დავსვათ ის კითხვები, რომელიც გვაწუხებს ჩვენ.

- ასეთ შემთხვევაში, ალბათ, ყველაზე საინტერესო არის აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მოსაზრება, როგორ აღიქვამენ და იღებენ ისინი ბოდიშს აფხაზებისათვის. ჩვენ ვეცდებით, ჩვენი რადიოს მსმენელისათვის, მომავალში სწორედ დევნილების პოზიციაც გავხადოთ ცნობილი.

XS
SM
MD
LG