ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ტერაქტს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


დღეს ერაყის ქალაქ რამადიში, კამიკაძეების მიერ განხორციელებულ ტერაქტებს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პოლიციის ეჭვით, ბაზრობასა და პოლიციის განყოფილებასთან მომხდარი ავტომობილების აფეთქებები, ერაყში მოქმედი ალ-ყაიდას რგოლის მიერაა მოწყობილი. ადგილობრივ სუნიტთა ლიდერები ტერორისტების წინაარმდეგ ბრძოლაში ჩაებნენ.

ასევე დღეს ბაღდადის სამხრეთში ნაღმსატყორცნის მეშვეობით განხორციელებულ თავდასხმას ხუთი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კოალიციის ჯარისკაცებმა კი თხუთმეტი ტერორისტობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ფიქრობენ, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი, ერაყში მოქმედი ალ-ყაიდას რგოლის ლიდერია.

XS
SM
MD
LG