ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აბდულა გულმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე თქვა


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტისათვის ბრძოლაზე უარი განაცხადა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა გულმა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტისათვის ბრძოლაზე უარი სთქვა. ბატონმა გულმა განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატურას ხსნის მას შემდეგ, რაც თურქეტის პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აუცილებელი კვორუმი ვერ შედგა. თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის მიერ ბატონი გულის სასარგებლოდ ადრე მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, იმ საბაბით, რომ კვორუმი არც მაშინ იყო შემდგარი. ახალი პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებული დაპირისპირება ხალხმრავალ დემონსტრაციებში გამოვლინდა. დემონსტრაციებს ქვეყნის ტრადიციული სეკულარული მმართველობის დამცავთა წრეები მართავდნენ, რომლებსაც აბდულა გულის ისლამისტური პარტიის შიში აქვთ. თურქეთის არმიამ კი კიდევ ერთხელ გამოხატა ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული სეკულარიზმის დაცვისათვის მზადყოფნა. ნა.
XS
SM
MD
LG