ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

3 მაისი პრესის თავისუფლების დღეა


3 მაისი პრესის თავისუფლების დღეა. გავლენიანმა ორგანიზაციამ FREEDOM HOUSE-ამ დღეებში გამოქვეყნა ყოველწლიური ანგარიში 2006 წელს პრესისა და ჟურნალისტების მდგომარეობის შესახებ მსოფლიოში, და დაადგინა, რომ პრესის და ჟურნალისტების მდგომარეობა მზარდი საფრთხის ქვეშ არის. ამის მიზეზად ორგანიზაცია, ხშირად სამხედრო გადატრიალებებს, მჩაგვრელი მთავრობების სამიანობასა და ჟურნალისტების მკვლელობას ასახელებს. ასეთია ვაშინგტონში არსებული დემოკრატიის დაცვის ორგანიზაციის უმთავრესი დასკვნები.

ამერიკის ხმის კორესპონდენტი მერედიტ ბუელი კაპიტოლიუმიდან მოგვითხრობს, რომ პრესის უფლებების შელახვის ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია აზიის სახელმწიფოებში, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. აზიაში, პოლიტიკური არეულობისა და საგანგებო სიტუაციის გამო, პრესის მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტაილანდში, ფილიპინებში, შრი-ლანკაში, პაკისტანსა და ფიჯიში. ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის კი ანგარიშში გამოყოფილია ვენესუელა, ბრაზილია და არგენტინა. იქ, როგორც ორგანიზაცია იტყობიება, მდგომარეობა მთავრობის მოქმედებების და შექმნილი არახელსაყრელი უსაფრთხოების სიტუაციის გამო კიდევ უფრო გართულდა. აღმასრულებელი დირექტორი ჯენიფერი უინძორი ამბობს: “მიზეზები მრავალმხირივა, თუმცა ყველა ამ ქვეყნებში დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ ბრძოლამ, რაც მზარდი მოვლენაა პოლიტიკური ოპოზიციის ყველა წყაროს გასანეიტრალებლად, პრესის, როგორც უმთავრესი სამიზნე ობიექტის, უფლებების შელახვა გამოიწვია.“

აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ ჰიუსმა აღნიშნა, რომ გასულ წელს, ჟურნალისტთა და მედიის ორგანიზაციების თანამშრომელთა რეკორდული რაოდენობა, 110 ადამიანი დაიღუპა. მისი განცხადებით: “ჟურნალისტები კორუფციასა და დანაშუალს ავლენენ, ისინი მთელს მსოფლიოში ადამიანის უფლებებს იცავენ. სწორედ ამიტომაც, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ მსოფლიოში, სადაც ჟურნალისტებს სდევნიან. მათი დაკავებისა და მკვლელობის რისკი დღესდღეობით გაცილებით დიდია.” ანგარიშში განსაკუთრებით გაკრიტიკებულია რუსეთსა და ვენესუელაში არსებული სიტუაცია, რამეთუ ორივე ქვეყანას დიდი გავლენა აქვს რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. ვაშინგტონ პოსტის კორესპონდენტმა თეთრ სახლში პიტერ ბეიკერმა, რუსეთში არსებული სიტუაციის ანალიზისას, გაიხსენა ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა გასულ წელს. ვენესუელაში, კი ჰუგო ჩავესის მთავრობამ განაცხადა, რომ ოპოზიციურ სამაუწყებლო ქსელს, რადიო/ტვ კარაკასს მაისის ბოლოს გააუქმებდა. ქსელის თავმჯდომარე მარსელ გრანიერი ამბობს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჟურნალისტების, რედაქტორების, გაზეთებისა და რადიო თუ ტელე საშუალებების წარმომადგენელთა წინააღმდეგ აგრესია, დღეს უკვე არავის უკვირს ვენესუელაში.

გრძელდება ჟურნალისტთა უფლებების ხელყოფა და მათი სახელმწიფოს მტრებად გამოცხადება ზიმბაბვეში. რობერტ მუგაბეს მთავრობა კონტროლს ამკაცრებს საინფორმაციო საშუალებებზე, რის შედეგადაც დამოუკიდებელი ჟურნალისტები ვერ ახდენენ თავიანთი საქმიანობის განხორციელებას. ანგარიშის თანახმად, ყველაზე ცუდი მდგომარეობა, პრესის უფლებების დაცვის სფეროში არის კუბაში, ლიბიაში, თურქმენეთში, ჩრდილოეთ კორეასა და ბირმაში. საქართველო ამ კუთხით კლასიფიცირებულია როგორც ნაწილობრივ თავისუფალი ქ ეყანა. ანგარიშI განსაკუთრებით გაკრიტიკებულია

XS
SM
MD
LG