ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-კუბას შორის ვაჭრობის პერსპექტივები


მეოცე საუკუნის 60 იანიდან 90 იან წლებამდე კომერციული ურთიერთობა ვაშინგტონსა და ჰავანას შორის თითქმის სრულიად არ არსებობდა. 200 წელს კი შეერთებულმა შტატებმა, მრავალი წლის განმავლობაში არსებული, კუბის წინააღმდეგ მიმართული ემბარგო შეამსუბუქა და ამ კუნძულისათვის მედიკამენტებისა და საკვების მიწოდების ნება დართო. მას შემდეგ, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდებაში შეერთებული შტატები კუბის სიდიდით პირველი, ხოლო საერთოდ ვაჭრობაში კი სიდიდით მეექვსე პარტნიორი გახდა:

“ბოლო სამი წლის განმავლობაში კუბა შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის ოცდახუთ, ოცდაათ ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტიორთა სიაში შევიდა. კუბა ამერიკული სოფლის მეურნეობის ნაწარმის ძალზე მცირე ნაწილს, დაახლოებით პროცენტის ნახევარს ყიდულობს, მაგრამ ამერიკელი ფერმერებისთვის ეს ახალი ბაზარი ზალზე მნიშვნელოვანია და აქ ნამდვილად იგრძნობა ვაჭრობის გაზრდის პოტენცია”. ამბობს ფლორიდის უნივერსიტეტთან არსებული საკვებისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ინსტიტუტის თანამშრომელი უილიამ მესინა. “დღევანდელი სტრატეგია რომ კუბასთან ვაჭრობა მხოლოდ ნაღდი ანგარიშწორებით უნდა ხდებოდეს ალბათ ჩვენს ინტერესებს ემსახურება. მაგრამ ეს არ არის მომგებიანი სისტემა. ნაღდი ანგარიშწორების გამო გაყიდვების გაფართოება და გრძელვადიანი კონტრაქტების დამყარება ძნელდება. ეს სისტემა ტრანსპორტის ღირებულებას ზრდის. ყველაფერი ერთად კი კუბასთან ბიზნესის წარმოებას სხვა ქვეყნებთან სედარებიტ ართულებს”. ამბობს ჩრდილოეთ დაკოტას შტატის სოფლის მეურნეობის უწყების თავკაცი როჯერ ჯონსონი.

ჯონსონი და მრავალი სხვა შეერთებული შტატებიდან კუბაში მოგზაურობის აკრძალვასაც აკრიტიკებენ. მათი აზრით ეს აკრძალვა პირდაპირი ეკონომიკური კონტაქტების და კუნძულზე ტურიზმის განვითარებას უშლის ხელს. ხოლო ეს ფაქტორი კი ამერიკულ პროდუქციაზე მოტხოვნას ამცირებს. პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ კუბას მედიკამენტები ჰუმანიტარულ საფუძველზე შეიძლება მიეყიდოს. მაგრამ აღნიშნა, რომ ემბარგოს მოხსნა კუბის კომუნისტურ რეჟიმს მისცემს ხელს. როჯერ ჯონსონი ამ მოსაზრებას არ იზიარებს’ “ჩვენ სხვა კომუნისტურ ქვეყნებთან, მაგალითად ჩინეთსა და ვიეტნამთან მოვაგვარეთ ეკონომიკური ურთიერთობა. ამ სემთხვევებსი ეს კომუნისტური საზოგადოების უფრო დემოკრატიული გზით განვითარებას ეხმარება”. ამბობს იგი.

მაგრამ რა შეიძლება მოჰყვეს კუბის ემბარგოს გაუქმებას? ნიუ იორკის შეერთებული შტატებისა და კუბის ვაჭრობის და ეკონომიკურ ურთიერთობათა საბჭოს მრჩეველი ჯონ კალუვიჩი თვლის, რომ სავაჭრო ურთიერთობების ნორმალიზაცის შემთხვევაში კუბა მისთვის საქონლის მიყიდვას კრედიტად მოითხოვს ისე, როგორც ამას სხვა პარტნიორებისაგან ითხოვს. სამწუხაროდ, როდესაც გადახდის დრო მოდის ხოლმე კუბა ამას ძალზე ცუდად აკეთებს:

“კუბის მთავრობა ნაკისრ ვალდებულებას არ შეასრულებს ისევე, როგორც ამას სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისას აკეთებს. აქედან გამომდინარე, ნაღდ ფულზე ვაჭრობა ხელსაყრელია ამერიკისთვის და კუბისთვისაც”. ამბობს ბატონი კავულიჩი. ფლორიდის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ინსტიტუტის თანამშრომლის უილიამ მესინას თქმით: “შეერთებული შტატები და კუბა ისე ახლოს მდებარეობენ ერთმანეთისგან, რომ კუბაში სხვა იმპორტიორების დანახარჯებთან შედარებით, ამერიკიდან ტრანსპორტირების ღირებულება ძალზე დაბალია. ასევე კუბიდან შეკვეთის გაკეთებაში და მის შეერთებული შტატებიდან გაგზავნაში ბევრად ნაკლები დრო იხარჯება, ვიდრე იგივეს ვიეტნამიდან ან ჩინეთიდან მიღებაში. და ბოლოს ამერიკიდან ბევრად მცირე მასშტაბის იმპორტის მიღებაა შესაძლებელი ვიდრე სხვა ქვეყნებიდან”. ასრულებს მესინა.

შეერთებული შტატების საერთაშორისო ვაჭრობის კომისია ამერიკის სენატის საფინანოს კომიტეტის მოთხოვნით, კუბასთან ვაჭრობის საკითხს შეისწავლის. კომისია აანალიზებს ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვაზე არსებული შეზრუდვების გავლენას. და ცდილობს იწინასწარმეტყველოს ტუ რა სეიძლება მოჰყვეს ამ სეზღუდვების გაუქმებას. კომისიამ სენატის კომიტეტს ანგარიში მომავალ ივნისს უნდა წარუდგინოს.

XS
SM
MD
LG