ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის პარლამენტმა არჩევნებისთვის 22 ივნისი დაადგინა


თურქეთის პარლამენტმა 22 ივნისი საყოველთაო არჩევნების თარიღად დაადგინა. ამით იმედოვნებენ, რომ მმართველი ისლამისტური ორიენტაციის მქონე პარტიასა და საერო გეზის მომხრეთა შორის წარმოქმნილი დაპირისპირება მოგვარდება ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხის ირგვლივ. პარლამენტარებმა დღეს დაამტკიცეს ეს თარიღი. სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა თურქეთის ტელევიზიით. მას შემდეგ რაც თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა საპარლამენტო კენჭისყრის პირველი შედეგები პრეზიდენტის ასარჩევად, პრემიერ მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოვიდა.
XS
SM
MD
LG