ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის პრემიერ მინისტრი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 24 ივნისისათვის მოითხოვს


თურქეთის პრემიერ მინისტრი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 24 ივნისისათვის მოითხოვს.

თურქეთის მმართველმა პარტიამ ქვეყნის პარლამენტს საპარლამენტო არჩევნების ვადამდე ჩატარებისკენ მოუწოდა. გადაწყვეტილება საერო და ისლამისტურ იდეოლოგიებს სორის დაპირისპირების განმუხტვას ისახავს მიზნად.

დღეს თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯებ ტაიუპ ერდოღანმა, პარლამენტს ოფიციალურად არჩევნების 24 ივნისს ანუ ჩვეულებრივ ვადაზე ხუთი თვით ადრე ჩატარება მოსთხოვა.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარლამენტში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების ანულირებას მოჰყვა. სასამართლომ დაადგინა, რომ გადაწყვეტილების მისარებად პარლამენტში კვორუმი არ შედგა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური საერო მიმართულების პარტიის სარჩელი განიხილა. იმ მიზნით, რომ თურქეთის პრეზიდენტის პოსტი ისლამისტების კანდიდატს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს აბდულა გულს არ დაეკავებინა, ამ პარტიამ პარლამენტის სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.

XS
SM
MD
LG