ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ბუშმა კონგრესის მიერ მიღებულ, ერაყიდან ჯარის გამოყვანის გადაწყვეტილებას ვეტო დაადო


პრეზიდენტმა ბუშმა კონგრესის მიერ მიღებულ, ერაყში დისლოცირებული ჯარის დაფინანსებისა და გამოყვანის ვადების დადგენის გადაწყვეტილებას ვეტო დაადო.

გუშინ პრეზიდენტმა ბუშმა ერისადმი მიმართვისას სთქვა, რომ კანონპროექტი კანონმდებლების მიერ სამხედროების ქმედების სუბიექტურ სეფასებას წარმოადგენს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ კანონპროექტში მოცემული ჯარის ერაყიდან გამოყვანის ვადა ყოვლად გაუმართლებელია და წარუმატებლობის გარანტიას იძლევა.

ბატონმა ბუშმა დემოკრატების მიერ კონტროლებად კონგრესს ცოტა ხნით პოლიტიკის მივიწყებისა და ჯარისათვის მათთვის აუცილებელი მხარდაჭერის გამოხატვისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტის გამოსვლის დასრულებიდან სულ რამდენიმე წუთში, სენატის უმრავლესობის ლიდერი დემოკრატი ჰარი რიდი საპასუხო გამოვიდა. მან განაცხადა, რომ ვეტო დემოკრატებს ომის გეზის შეცვლის საქმეში ხელს ვერ შეუშლის. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ აგრეთვე გააკრიტიკა პრეზიდენტი.

ამის ფონზე ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ ერაყში ჩავიდა ამერიკული სამხედრო კონტიგენტი სამი ათას შვიდას კაციანი შემადგენლობით.

ისინი ამერიკის საბრძოლო ძალებს შეუერთდებიან ბაღდადში უსაფრთხოების სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ოპერაციები იქ როგორც ცნობილია თებერვალში დაიწყო.

სამხედროების განცხადებით, დღეს ახალი ბრიგადა ვაშინგტონის შტატიდან ერაყის უშიშროების ძალებს დაეხმარება ბაღდადის რაიონების გაკონტროლებაში.

ბრიგადა, რომელიც დღეს ჩავიდა ბაღდადში, რიგით მეოთხე შენაერთია. პროცესი ორი ათას 800 დამატებითი მებრძოლით დახმარებას ითვალისწინებდა.

ამ ფონზე, ალ ანბარის პროვინციასა და ბაღდადში, გუშინ გვიან ღამით განხორციელებული რეიდებისას 12 ეჭვმიტანილი ტერორისტი დააკავეს.

პარალელურად ამისა, კი ერაყის პოლიციის განცხადებით, ქალაქ ჰილაში დაახლოებით 8 ადამიანი დაიღუპა ავტობუსში ბომბის აფეთქების შედეგად.

XS
SM
MD
LG