ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან მოყოლებული დღემდე ტერორიზმისა და საერთო სიტუაციას განიხილავს.

ტერორიზმის შესახებ ინფორმაცია შეერთებული შტატების ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის მიერ არის მოპოვებული. ამ ინფორმაციით, შარშან მსოფლიოში განხორციელებული 14 338 ტერაქტის 45 პროცენტი ერაყზე მოდის. 2005 წელს ერაყში 3468 ტერქტი მოხდა, შედეგად მოკლეს, დაჭრეს ან გაიტაცეს 20 685 კაცი. ხოლო 2006 წელს კი ტერაქტების რიცხვი 91 პროცენტით გაიზარდა და 6630 მიაღწია. ამის შედეგად 38 713 ადამიანი დაზარალდა. ავღანეთის შესახებ კი ნათქვამია, რომ თალიბების წინააღმდეგობის ზრდიდან გამომდინარე ქვეყანაში განხორციელებული ტერაქტების რიცხვმა 52 პროცენტით მოიმატა.

ამსათან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ ბრუკინგსის ინსტიტუტის წამყვან თანამშრომელს, ახლო აღმოსავლეთის უშიშროების ექსპერტს ბატონ ბრიუს რაიდელს.

„რატომ იზრდება ტერაქტების რიცხვი მაინც და მაინც ახლა”? ვკითხე ჩვენ ბატონ რაიდელს.

„მე ვფიქრობ ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მათგან მთავარი ისაა, რომ ერაყში მოქმედი ალ ყაიდას ჯგუფის სტრატეგია როგორც სჩანს ამართლებს. ეს სტრატეგია უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ერაყის სუნიტებსა და შიიტებს შორის დაპირისპირების გამოწვევას გულისხმობდა და მათ ამას მიაღწიეს კიდეც” გვიპასუხა ბატონმა რაიდელმა.

მან გააგრძელა, რომ ამ სტარტეგიის მიხედვით ტერაქტებისა და თავდასხმების სამიზნეს შიიტთა მნიშვნელოვანი სალოცავები, ცნობილი ლიდერები და ესტაბლიშმენტი წარმოადგენს. და რომ ტერორისტთა მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო ომის გამოწვევაა.

„მე ვშიშობ, რომ სამწუხაროდ მათ სანუკვარ მიზანს მიაღწიეს და ერაყი სამოქალაქო ომის პირას დგას”. დაამატა ბრიუს რაიდელმა.

„თქვენის აზრით რა შეიძლება გაკეთდეს ერაყის ამ სიტუაციიდან გამოყვანისათვის?” დავსვით ჩვენ კითხვა.

„ჩემის აზრით ხსნა მხოლოდ პოლიტიკურ მოლაპარაკებაშია და ამ პრობლემის მოგვარება სამხედრო გზით ვერ მოხდება” იყო პასუხი.

აუცილებლად უნდა გამოკეთდეს უშიშროების ფონი. ამისთვის ბევრია გასაკეთებელი. პრეზიდენტ ბუშის მიერ მიღებული ერაყში დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტის გაზრდის გადაწყვეტილებაც სწორედ ამ იდეას ემსახურება. ამერიკის განკარგულებაში ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი საკმაოდ დიდ ქვედანაყოფები იმყოფება. სწორედ მათი დამსახურება იყო შარშან ერაყში მოქმედი ალ ყაიდას ლიდერის აბუ მუსაბ ალ ზარქავის განადგურება, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ტერორიზმის შეწყვეტა მხოლოდ შიიტებსა და სუნიტებს შორის პოლიტიკური მოლაპარაკების ხარჯზე შეიძლება მოხდეს, თუმცა ამის პერსპექტივა ჯერ-ჯერობით სამწუხაროდ არ სჩანს. გააგრძელა ბრიუს რაიდელმა.

„ბრძოლის ველზე ამ ომის მოგება შეუძლებელია. ამ ომის მოსგებად ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების მიერ კომპრომისის გამონახვის სურვილი აუცილებელია, მაგრამ ჩვენ ასეთ სურვილს ვერ ვხედავთ.

ჩვენ კითხვაზე, თუ რით ჰგავს და რით განსხვავდება ავღანეთის სიტუაცია ერაყისას, ბატონმა რაიდელმა გვიპასუხა, რომ მისი აზრით ავღანეთის სიტუაციაც არასწორი მიმართულებით ვითარდება:

„მაგრამ ჩემის აზრით სიტუაციის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია იმ სემთხვევაში თუ, სეერთებული შტატები და მისი მოკავსირეები ავღანეთში მოქმედ სამხედრო ნაწილებს გააძლიერებენ და ახალი ძალებით შეუტევენ მომძლავრებულ თალიბებსა და ალ ყაიდას.” ბატონი რაიდელის თქმით, აგრეთვე ავრანეთს აღშენებისათვის მეტი ხარჯები უნდა მიეცეს. და აქ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. იმ სემთხვევაში ტუ სიტუაცია წელს არ გამოსწორდა, ბატონი რაიდელის აზრით ავღანეთიც ერაყივით უიმედო მდგომარეობაში ჩავარდება.

ჩვენ ვიკითხეთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს პოლიტიკურად ავღანეთში.

„აქ პოლიტიკურ პროცესში პუშტუნთა წარმომადგენლები უნდა ჩართონ. მთავრობაში პუშტუნთა ლიდერებიც უნდა შეიყვანონ, თუმცა ავღანეთში ეკონომიკურ ასპექტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ქვეყნის ღარიბი სამხრეთის მოსახლეობას გასაჭირი თალიბების მხარის დაჭერისკენ უბიძგებს.

რას იწინასწარმეტყველებდით ავღანეთისა და ერაყის მომავალთან დაკავშირებით? დავუსვით კითხვა ბატონ რაიდელს:

„სამწუხაროდ მე ვფიქრობ, რომ ერაყში არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება და ქვეყანა სამოქალაქო ომსაკენ გადაიხრება. ხოლო რაც სეეხება ავღანეთს იქ სიტუაციის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია და ამ შემთხვევაში არ შეიძლება დროის დაკარგვა. დრო ყველაზე კრიტიკული ფაქტორია” დაასრულა ბატონმა ბრიუს რაიდელმა.

XS
SM
MD
LG