ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აპრილის თვეში ტერორიზმმა ოცი პროცენტით იკლო


ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ამ ქვეყანაში ალ-ყაიდას ლიდერი აბუ აიუბ ალ-მასრი პარტიზანებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს მოკლეს. სამინისტროს წარმომადგენელის მტკიცებით შეტაკება, რომელშიც მასრი დაიღუპა ბაღდადის ჩრდილოეთში მოხდა.

ამერიკელი სამხედროების წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა ქრისტოფერ გარვერმა აღნიშნა რომ ჯერ-ჯერობით არ შეუძლია ამ ინფორმაციის დადასტურება. ალ-მასრი ეგვიპტელია, რომელმაც ალ-ყაიდას მეთაურობა ჩაიბარა ერაყში იორდანელი აბუ მუსაბ ალ-ზარქავის დაღუპვის შემდეგ.

დღესვე ბაღდადის სახრეთით ორი ავტობუსი ააფეთქეს, რომლის დროსაც 14 მგზავრი მათ შორის ქალები და ბავშვები დაიღუპნენ.

ერაყის მთავრობა აცხადებს, რომ მარტთან შედარებით, აპრილში ტერორიზმმა ოცი პროცენტით ნაკლები სამოქალაქო პირის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დღეს ერაყის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერაყის შინაგან, თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აპრილში თხუთმეტი ათასი სამოქალაქო პირი, სამოცდასამი ერაყელი სამხედრო და ას ოცდაატი პოლიციელია მოკლული.

სამოქალაქო პირთა მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ერაყში არაერთგვაროვნად აღიქვავენ. ერაყის მთავრობა აცხადებს, რომ გაეროს მიერ მოყვანილი ციფრები ძალზე გაზვიადებულია. გასულ კვირას გაერომ ერაყის მთავრობას ბრალი დასდო სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის დამალვაში.

ამის ფონზე ირანის სამთავრობო მედია აცხადებს, რომ თეირანი ჯერ-ჯერობით მზად არ არის, რომ შეერთებულ შტატებთან ერაყთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აწარმოოს. ამ საკითხის სესახებ ფართომასშტაბიანი კონფერენცია მიმდინარე კვირას ეგვიპტეში ტარდება.

ირანის სტუდენტთა სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ქვეყნის ოფიციალური პირებისაგან მომდინარეობს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა სთქვა, რომ იგი ეგვიპტის კურორტ შარმ ელ შეიხში კონფერენციის მსვლელობისას, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან მანუჩერ მოტაკისთან შეხვედრის იმედს არ კარგავს.

შეერთებული შტატები ირანს ერაყში მოქმედი ტერორისტების წვრთნაში სდებს ბრალს. ამ ბრალდებას თეირანი კატეგორიულად უარყოფს. დღეს ეგვიპტის სამთავრობო მედიის მიერ გაავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას ორმოცდაცხრა ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ.

XS
SM
MD
LG