ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში განხორციელებულ თავდასხმებში თერთმეტი ადამიანი დაიღუპა


ერაყიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში განხორციელებულ თავდასხმებში თერთმეტი ადამიანი დაიღუპა.

ბაღდადის დასავლეთში კამიკაძემ პოლიციის საგუშაგოსთან ავტომობილი ააფეთქა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი. ასევე ბაღდადში გზისპირა ნაღმის აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეიარაღებულ თავდასხმაში კი სადამ ჰუსეინის არმიის ყოფილი გენერალი მოკლეს.

ქალაქ მოსულში მოთარეშეები თავს დაესხნენ პოლიციის განყოფილებას. აქ ამტყდარი სროლისას მოკლეს ოთხი მომხდური. ქალაქის სხვა უბანში კი, მანქანაში ჩამონტაჟებული ნაღმის აფეთქებას ერთი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ ამერიკელმა და ერაყელმა ჯარისკაცებმა, გუშინ ბაღდადის შიიტებით დასახლებულ უბანში რეიდისასmრვა შეიარაღებული პირი მოკლეს. ოპერაციის მსვლელობისას დაიღუპა ერთი ერაყელი ჯარისკაცი.

XS
SM
MD
LG