ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბათუმის პორტში აშშ საზღვაო  ძალების სარაკეტო კრეისერი შემოვიდა


ბათუმის პორტში აშშ საზღვაო ძალების სარაკეტო კრეისერი შემოვიდა, რომელიც ბათუმის პორტში 2 მაისამდე დარჩება. ბათუმს ასევე ეწვია ევროპაში განლაგებული შშ საზღვაო ძალების კონტრ-ადმირალი ფილიპ გრინი. ამერიკის საზღვაო ძალების კონტრ-ადმირალის ვიზიტი საქართველოში ხაზს უსვამს საქართველოს შეირაღებული ძალების გაუმჯობესებული პროფესიული შესაძლებლობების მნიშვნელობასა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას.

ფილიპ გრინის ვიზიტის ფარგლებში შედგება საქართველოსა და შშ საზღვაო ძალების ერთობლივი წვრთნები. ბათუმის პორტში ცერემონია გაიმართა, რომელსაც აშშ ელჩი საქართველოში, ჯონ ტეფტი, საქართველოს მტავრობის წევრები, სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის პრეზიდენტი, ალექსანდრე რონდელი გვესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ აშშ სარაკეტო კრეისერის შემოსვლა ქართულ პორტში ძალიან დიდი მოვლენაა.. ასეთი ასეთი გემის გამოჩენა შავ ზღვაზე და არის მინიშნება რუსეთისთვ, რომ შავი ზღვა მარტო რუსეთის არ არის.

XS
SM
MD
LG