ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო მხარს უჭერს გაეროს გეგმას კოსოვოს შესახებ


ნატოს წარმომადგენელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუკი კვლავაც გაგრძელდება გაურკვევლობა კოსოვოს სტატუსის ირგვლივ, ეს მხოლოდ კიდევ უფრო დაძაბავს მდგომარეობას რეგიონში. მან ეს განცხადება ოსლოში ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დღეს გააკეთა. რუსეთი კვლავაც წინააღმდეგობას უწევს ამ გეგმას და მინიშნება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ამ გეგმის მიმართ კრემლმა შეიძლება ვეტოს უფლება გამოიყენოს. პრიშტინაში, გაეროს უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები კოსოვოს ეთნიკურ ალბანელთა ლიდერს ფატმირ სეიდიუსს შეხვდნენ. საუბარში ალბანელთა ლიდერმა განაცხადა, რომ კოსოვოს საკითხის მოგვარების ერთადერთი გზა კოსოვოს დამოუკიდებლობაა ეთნიკური უმცირესობების უფლებების სრული დაცვით.
XS
SM
MD
LG