ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი ტერაქტი ერაყში, დაიღუპა 9 ჯარისკაცი


ერაყის პოლიცია იტყობინება, რომ დიალას პროვინციის ქალაქ ხალისში კამიკაძე ტერორისტმა მანქანა ერაყის ჯარის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს შეაჯახა. დაიღუპა 9 ჯარისკაცი და დაშავდა 15 ადამიანი. ერაყის ჩრდილოეთში, კი სამი აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა 13 ადამიანი. პოლიციის ინფორმაციით, ორივე ზემოხსენებული სამანქანო აფეთქება და მესამე ინციდენტი, სადაც კამიკაძეს ასაფეთქებლები სხეულზე ჰქონდა დამაგრებული, ქურთული პეშმეგრას ძალების, და პირადად ქურთული დემოკრატიული პარტიის ლიდერის მასუდ ბარზანის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ ფონზე, კოალიციის ძალები იტყობინებიან, რომ ბაღდადის სადრის რაიონსა და ქალაქ თაჯის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაციისას მოკლულია შვიდი ტერორისტი.
XS
SM
MD
LG