ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელებს რუსეთის აგენტობა ბრალდებათ !


თბილისში სერიოზული პოლიტიკური სკანდალი აგორდა, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ წევრს, პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებენ : სატელევიზიო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ მ.წ. 11 მარტს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს გალის რაიონის მოსახლეობა ტერორის ქვეშ იმყოფებოდა არა სოხუმის, არამედ თბილისის მხრიდან.

როგორც ვიცით, გალის რაიონის მოსახლეობამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, ამიტომ არჩევნები გალში ჩაშლილად გამოცხადდა. არჩევნების პერიოდში აფხაზურმა მხარემ 3 ქართველი სტუდენტი დააკავა პატრიოტული აქციის ჩატარების დროს, რომლებიც დღესაც სოხუმის საპყრობილეში იმყოფებიან და რომელთა გათავისუფლებას მოითხოვს თბილისი.

აღნიშნულ განცხადებების გამო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რესპუბლიკელ პაატა ზაქარეიშვილს ბოდიშის მოსახდელად 2 დღეს აძლევენ. ეს საკითხი გახდა დღეს განხილვის საგანი პარლამენტის სხდომაზე. უმრავლესობის წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ გაკეთებული განცხადებები რესპუბლიკურ პარტიას პოლიტიკურად ძვირად დაუჯდება.

რა მოხდა სინამდვილეში ? - ამ კითხვით თავად პაატა ზაქარეიშვილს მივმართე, რომელმაც კვლავ გაიმეორა, რომ გალში მიმდინარე პროცესების მიღმა იდგნენ სპეცსამსახურები, რომლებიც გალის რაიონის მოსახლეობას ატერორებდნენ. შედეგად კი გალელებს ეშინიათ არა მხოლოდ სეპარატისტების, არამედ თბილისსაც აღარ ენდობიან.

XS
SM
MD
LG