ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ვარშავას ეწვია


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი რაკეტსაწინაღო სისტემის საკითხთან დაკავშირებით პოლონეთს ეწვია.

აქ იგი ქვეყნის ლიდერებთან ერთად პოლონეთსა და ჩეხეთში ანტიბალისტიკური რაკეტსაწინაღო სისტემის განთავსების გეგმას განიხილავს.

ბატონი გეითსი პოლონეთის დედაქალაქში დღეს მოსკოვიდან ჩაფრინდა, სადაც იგი რუსეთის გეგმისადმი ნეგატიური დამოკიდებულების მოლბობას ლამობდა.

დღეს ბატონი გეითსი უკვე შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს ლეხ კასჩინსკისა და თავდაცვის მინისტრს ალექსანდერ სჩიოგლოს, რომლებიც მყარად გამოხატავენ რაკეტსაწინაღო გეგმის მხარდაჭერას. ჯერ-ჯერობით სისტემის განთავსების ზუსტი თარიღი არ დაუსახელებიათ.

ამ გეგმით 2012 წლისათვის შეერთებული შტატები პოლონეთში ათ რაკეტას დააყენებს, ხოლო ჩეხეთში კი რადარებს. ვაშინგტონი აცხადებს, რომ სისტემა

ირანისაგან მომავალი საშიშროებისაგან ევროპელი მოკავშირეების დაცვას ემსახურება.

XS
SM
MD
LG