ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ისრაელს  ცეცხლი გაუხსნეს


პალესტინურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ისრაელს რაკეტები დაუშინეს და ცეცხლი გაუხსნეს ნაღმსატყორცნებიდან.

დღეს პალესტინურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა განაცხადეს, რომ ხუთი თვის განმავლობაში შენარჩუნებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დარღვეულია. მათ ისრაელს რაკეტები დაუშინეს და ცეცხლი გაუხსნეს ნაღმსატყორცნებიდან.

ისრაელის მხარე აცხადებს, რომ ერთი რაკეტა ისრაელის მხარეს მიაღწია, თუმცა მის აფეთქებას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. ამ ინფორმაციით, შეთანხმება ჰამასის მოძრაობის ფრთამ იზედინ ალ-ყასამის ბრიგადებმა დაარღვია, რომელმაც ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიას ოცდაათამდე რაკეტა და ორმოცდაათზე მეტი ნაღმი დაუშინა.

გასულ შაბათს ისრაელის სამხედროებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე რეიდისას და ღაზას სექტორის საჰაერო დაბომბვისას ექვსი პალესტინელი მოკლეს. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევა, სწორედ ამ მკვლელობებზე შურისძიების აქტს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG