ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეჰუდ ოლმერტს სჯერა რომ ირანის ბირთვული პროგრამის მშვიდობიანი გზებით დარეგულირება შესაძლებელია


ისრაელის პრემიერ მინისტრს სჯერა რომ ირანის ბირთვული პროგრამის მოგვარება მშვიდობიანი გზებით შეიძლება. ისრაელის რადიოსთან გაკეთებული ინტერვიუში, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დიპლომატიური გზები ჯერჯერობით არ ამოწურულა ამ საკითხში. ცნობილია, რომ ისრაელი არ გამორიცხავს პრევენციულ დარტყმას ირანის ბირთვულ ობიექტებზე. ორი წლის წინ, ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა თქვა, რომ ისრაელი საერთოდ უნდა განადგურდეს. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორი ხავიერ სოლანა კი აპირებს ბირტვულ მოლაპარაკებებში ირანის დელეგატს, ალი ლარიჯანის შეხვდეს ოთხშაბათს. აშშ და მისი მოკავშირეები ირანს ბრალს სდებენ ბირთვული იარაღის განვითარებაში. თეირანი ამტკიცებს, რომ პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG