ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი ტერაქტი ავღანეთში


ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ხოსტში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაახლოებით 7 ადამიანი დაიღუპა, და რამდენიმე დაიჭრა. ოფიციალური ცნობებით, კამიკაძე ტერორისტმა თავი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშინ აიფეთქა, როცა მას პოლიცია მისდევდა. დაიღუპა 6 მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 40. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ აფეთქებაზე. ცოტა უფრო ადრე, აფეთქებამ მაღაზიის გამყიდველის სიცოცხლე იმსვერპლა, დაშავდა 7 ადამიანი. ოფიციალური ცნობებით, აფეთქებას ადგილი ჰქონდა დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის მომხდარი შელაპარაკების შემდეგ და ეს ინციდენტი თალიბებს არ უნდა უკავშირდებოდეს. ამ ფონზე, ავღანეთის ხელისუფლება იტყობინება, რომ 5 თალიბი მოთარეშე და ერთI პოლიციელი დაიღUპა პაკტიას პროვინციაში მომხდარი შეიააღებული დაპირისპირებისას.
XS
SM
MD
LG