რუსმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა ვერ შეძლეს პოლონურ ხორცზე რუსული ემბარგოს საკითხში შეთანხმების მიღწევა. ეს პროცესი, როგორც ცნობილია, აფერხებს ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას მოსკოვთან. კვიპროსში ორ დღიანი მოლაპარაკებებისას, ევროკავშირის ჯანდაცვის საკითხების რწმუნებულმა მარკოს კიპრიანუმ და რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ალექსეი გორდეევმა გადაწვყეტილების მიღება ვერ შესძლეს. ასევე არ არის ცნობილი შედგება თუ არა მოლაპარაკებები ამ საკითხზე მოგვიანებით. თუმცა მხარეებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან ამ საკითხზზე ითანამშრომლონ. ევროკავშირის წევრი პოლონეთი, როგორც ცნობილია, სწორედ ხორცზე იმპორტის აკრძალვის გამო რუსეთში აფერხებს მოლაპარაკებების დაწყებას მოსკოვთან. ევროკავშირსა და რუსეთს შორის მოლაპარაკლებების ჩავარდნამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ორშაბათს, ლუქსემბურგში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ევროკავშირის ლიდერებს შორის დაგეგმილი შეხვედრის მსვლელობაზე.
პოპულარული
1